Home » მსოფლიო » ბრიტანეთის და გერმანიის სამართალდამცავი ორგანოები ქვეყანაში მარიხუანას სრულ ლეგალიზებას მიესალმებიან
ბრიტანეთის და გერმანიის სამართალდამცავი ორგანოები ქვეყანაში მარიხუანას სრულ ლეგალიზებას მიესალმებიან

ბრიტანეთის და გერმანიის სამართალდამცავი ორგანოები ქვეყანაში მარიხუანას სრულ ლეგალიზებას მიესალმებიან

გერმანელმა პოლიციელებმა მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირეს

გერმანიის კრიმინალური პოლიციის ასოციაციის ხელმძღვანელმა ანდრე შულცმა განაცხადა, რომ გერმანიის სამართალდამცავი ორგანოები ქვეყანაში მარიხუანას სრულ ლეგალიზებას მიესალმებიან.

მისივე თქმით, კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე არ არსებობდა საზოგადოება, რომელშიც მარიხუანა არ იყო გამოყენებული და  მისი აკრძალვა დანაშაულის დონეს კიდევ უფრო ზრდიდა.

ამასთან, პოლიციელმა განაცხადა, რომ მარიხუანას მოხმარება აუცილებელია მხოლოდ მძღოლებს აეკრძალოთ.

ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეს დიდ ბრიტანეთშიც. გაერთიანებულ სამეფოში პოლიციელები მხარს უჭერენ მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზებას. ამასთან დაკავშირებით ნარკოპოლიტიკის საკითხებში, ანალიტიკოსმა სტივ როლესმა Independent-თან საუბრისას განაცხადა.

ინიციატივას მას შემდეგ დაუჭირეს მხარი, რაც შეერთებულ შტაშებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მარიხუანას მოხმარება დანაშაულებების რიცხვს ამცირებს.

2017 წლის იანვარში ბუნდესტაგმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც მარიხუანას სამედიცინო გამოყენება ნებადართული გახდა.  ექიმის მიერ რეცეპტის გაცემის შემდეგ ნარკოტიკი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის.

ლევან ლაგვილავა

lenta.ru

Share