Home » მსოფლიო » გერმანიას სამუშაო ადგილების შესავსებად წლიურად 146 ათასი ემიგრანტი სჭირდება
გერმანიას სამუშაო ადგილების შესავსებად წლიურად 146 ათასი ემიგრანტი სჭირდება

გერმანიას სამუშაო ადგილების შესავსებად წლიურად 146 ათასი ემიგრანტი სჭირდება

„ბერტელსმანის ფონდის“ მიერ ორგანიზებული კვლევა აჩვენებს, რომ გერმანიას ევროკავშირის გარედან, წლიურად დაახლოებით 146 ათასი შრომისუნარიანი იმიგრანტი დასჭირდება იმისთვის, რომ სამუშაო ადგილებზე არსებული მოთხოვნები სრულად შეავსოს. ამის მიზეზი ისაა, რომ ქვეყნის მოსახლეობა ბერდება და საკუთარი რესურსით, სამუშაო ადგილებზე არსებულ მოთხოვნას ვეღარ აკმაყოფილებს.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, კვლევა აჩვენებს, რომ 2060 წლამდე გერმანიას ვაკანტური სამუშაო ადგილების შესავსებად, წლიურად 260 ათასი იმიგრანტი დასჭირდება. აქედან არაევროკავშირის ქვეყნებიდან მიგრანტების რიცხვი 146 ათას უნდა აღწევდეს. ამავე კვლევის შესაბამისად, იმიგრაციის გარეშე, გერმანიის შრომისუნარიანი მოსახლეობის რიცხვი 2060 წლისთვის დაახლოებით, მესამედით ანუ 16 მილიონი ადამიანით შემცირდება.

Share