Home » მსოფლიო » გერმანიამ 1930-იან წლებში ჰომოსექსუალების დევნისთვის ბოდიში მოიხადა
გერმანიამ 1930-იან წლებში ჰომოსექსუალების დევნისთვის ბოდიში მოიხადა

გერმანიამ 1930-იან წლებში ჰომოსექსუალების დევნისთვის ბოდიში მოიხადა

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ჰომოსექსუალები დევნისთვის, რომელიც ხორციელდებოდა გერმანიაში 1930-იან წლებში და შემდგომშიც, ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ Deutsche Welle  წერს.

ბერლინში ჰომოსექსუალებისადმი მიძღვნილი ძეგლის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავი ცერემონია გაიმართა, რომლებიც ნაციონალ-სოციალიზმის დროს იდევნებოდნენ. “ბოდიშს გიხდით ყველა ტანჯვისა და უსამართლობისთვის და ასევე დუმილისთვის”, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

მესამე რაიხის დროს, არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია კანონის მიხედვით დასჯადი იყო. ამჟამად გერმანიაში ლგბტ-თემი სახელმწიფო დაცვის ქვეშაა.

imedinews.ge

Share