Home » ბიზნესი » Georgia Palace Hotel & Spa ვიზიტორებს სხეულის თერაპიის, „ენდერმოლოგიის“ კურსს სთავაზობს
Georgia Palace Hotel & Spa ვიზიტორებს სხეულის თერაპიის, „ენდერმოლოგიის“ კურსს სთავაზობს

Georgia Palace Hotel & Spa ვიზიტორებს სხეულის თერაპიის, „ენდერმოლოგიის“ კურსს სთავაზობს

სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa ვიზიტორებს სხეულის თერაპიის,   „ენდერმოლოგიის“ კურსს სთავაზობს. ენდერმოლოგია მთლიანი სხეულისა თუ სხვადასხვა, ცალკეული ზონების თერაპიის იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ერთდროულად გაშორებთ ცელულიტს და ისეთ პრობლემატურ ჩივილებს, როგორიცაა:

  • სისხლის მიმოქცევის აღდგენა;
  • ცხიმოვანი ქსოვილების შემცირება;
  • კანის ელასტიურობა და გამკვრივება;
  • ანტიცელულიტური ეფექტი;
  • სხეულის კორექცია;
  • აუმჯობესებს სახის კანის ფერს და ეფექტურად გადაჭიმავს მას;
  • ხსნის შეშუპებასა და ჰიპერემიას;

Georgia Palace Hotel&Spa-ში აცხადებენ რომ ულტრათანამედროვე აპარატის მეშვეობით ნამდვილად შესაძლებელია დიდი პრობლემების საწყისი პროცესები დროულად და ეფექტურად აღმოფხვრათ.  მათივე შეფასებით, ეს არის  ჯანმრთელობა და სილამაზე ერთ პროცედურაში.

ნდერმოლოგიის მეთოდიკა შეიცავს ქსოვილის ყველა სტრუქტურულ ერთეულზე ზემოქმედების სამ მექანიკურ ფაქტორს (მექანიკური, წრიული მასაჟი, ვიბრაცია და ვაკუუმური ასპირაცია).

ცელულიტის მკურნალობის ამ მეთოდის მიმართულებაა: ლიმფოდრენაჟი, ფიგურის მოდელირება (ცხიმოვანი ფენების გადანაწილება), არაპირდაპირი ლიპოლიტური ზემოქმედება, კანის ტურგორისა და ელასტიურობის აღდგენა.

აღსანიშნავია, რომ Georgia Palace Hotel-ში არის 157 ელეგანტურად გაწყობილი ვრცელი ოთახი, რომელთა აივნებიდან ულამაზესი ზღვის და მთის პეიზაჟი იშლება, შეხამებულია თანამედროვე დეკორით,ხოლო რბილი პასტელის ფერები მყუდრო გარემოს უქმნის სტუმარს.

როგორც ცნობილია, ქობულეთში Georgia Palace Hotel & Spa 2008 წლის ზაფხულში გაიხსნა და შავიზღვისპირეთში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო იყო. სასტუმრო ბიზნესმენ თემურ ჭყონიას დაფინანსებით, ქართულმა კომპანიამ ააშენა. სასტუმროში 157 ნომერია, მათ შორის 5 ლუქსი.

Share