Home » ბიზნესი » Georgia Capital უძრავი ქონების ახალ ჰოლდინგს ქმნის
Georgia Capital უძრავი ქონების ახალ ჰოლდინგს ქმნის

Georgia Capital უძრავი ქონების ახალ ჰოლდინგს ქმნის

Georgia Capital უძრავი ქონების ახალ ჰოლდინგს ქმნის, რომელსაც ირაკლი ბურდილაძე უხელმძღვანელებს.

ახალი ჰოლდინგის სახელწოდება Georgia Real Estate Holding-ია. ახალი ჰოლდინგი გააერთიანებს როგორც M2 ჯგუფს (რომლის შემადგენლობაშიც იქნება M2 და სამშენებლო კომპანია BK CONSTRACTION), ასევე, სასტუმროებისა და კომერციული ქონების ბიზნესის მიმართულებას, რომელიც ბაზარზე Amber Group-ის სახელით იპოზიციონირებს.

ირაკლი ბურდილაძე აქამდე M2 Group-ის გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა, რომელიც m2 group-ის მმართველმა პარტნიორმა და მშენებლობის მენეჯმენტის ხელმძღვანელმა შოთა ბერეკაშვილმა ჩაანაცვლა.

Share