Home » ბიზნესი » Georgia Capital უძრავი ქონების ახალ ჰოლდინგს ირაკლი ბურდილაძე უხელმძღვანელებს
Georgia Capital უძრავი ქონების ახალ ჰოლდინგს ირაკლი ბურდილაძე უხელმძღვანელებს

Georgia Capital უძრავი ქონების ახალ ჰოლდინგს ირაკლი ბურდილაძე უხელმძღვანელებს

Georgia Capital უძრავი ქონების ახალ ჰოლდინგს ქმნის, რომელსაც ირაკლი ბურდილაძე უხელმძღვანელებს.ახალი ჰოლდინგის სახელწოდება Georgia Real Estate Holding-ია, რომელიც თავის თავში გააერთიანებს როგორც M2 ჯგუფს(რომლის შემადგენლობაშიც იქნება M2 და სამშენებლო კომპანია BK CONSTRACTION), ასევე სასტუმროებისა და კომერციული ქონების ბიზნესის მიმართულებას, რომელიც ბაზარზე Amber Group-ის სახელით იპოზიციონირებს.

„Georgia Capital-ი ტურიზმის სექტორში ახალი ქართული ბრენდით Amber Group -ით შემოდის, რომელიც ფოკუსირებული იქნება უნიკალურ ქართულ კულინარიაზე, ტრადიციულ ქართულ მეღვინეობაზე და საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ჩამოვაყალიბეთ ძლიერი გუნდი, რომელთან ერთადაც დაგეგმილი გვაქვს 11 სასტუმროს გახსნა რეგიონებსა და თბილისში, ამისთვის მოზიდულია 130 მილიონი აშშ დოლარი“ – განაცხადა Georgia Real Estate Holding – ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი ბურდილაძე აქამდე M2 Group-ის გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა, რომელიც m2 group-ის მმართველმა პარტნიორმა და მშენებლობის მენეჯმენტის ხელმძღვანელმა შოთა ბერეკაშვილმა ჩაანაცვლა.

commersant.ge

Share