Home » ფინანსები » Georgia Capital-მა ერთ წელში 1.3 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღო
Georgia Capital-მა ერთ წელში 1.3 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღო

Georgia Capital-მა ერთ წელში 1.3 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღო

Georgia Capital-მა ერთ წელში 1.3 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 13.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ჯგუფის პორტფელი დღეს 1.9 მილიარდ ლარს აღწევს. აქედან ნახევარი ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებულ კომპანიებზე (GHG; BOG) მოდის.

ჯგუფის 1.9 მილიარდიან პორტფელში შემავალი კომპანიების ღირებულება და Georgia Capital-ის წილი ამ კომპანიებში შემდეგია:

  • საქართველოს ჯადაცვის ჯგუფი – 520.3 მლნ ლარი (Georgia Capital წილი 57%)
  • საქართველოს ბანკის ჯგუფი – 457.5 მლნ ლარი (Georgia Capital წილი 19.9%)
  • წყლის კომუნალური ბიზნესი (GWP, რუსთავისა და მცხეთის წყლები) – 431 მლნ ლარი (Georgia Capital წილი 100%)
  • სამშენებლო ბიზნესი – 66.8% (Georgia Capital წილი 100%)
  • დაზღვევა – 130.5 მლნ (Georgia Capital წილი 100%)
  • განახლებადი ენერგია – 61.2 მლნ (65%)
  • სასტუმრო ბიზნესი – 149.1 მლნ (100%)
  • ალკოჰოლური სასმელები (ღვინო/ლუდი) – 61 მლნ (80%)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კაპიტალი ჰოლდინგური ბიზნეს კომპანიაა, რომელიც BGEO ჯგუფის საბანკო და საინვესტიციო ბიზნესად გაყოფის შემდეგ შეიქმნა.

Forbes.ge

Share