Home » ეკონომიკა » გაზსაცავისთვის გამოყოფილი მილიონები 2008 წელს შეიჭამა
გაზსაცავისთვის გამოყოფილი მილიონები 2008 წელს შეიჭამა

გაზსაცავისთვის გამოყოფილი მილიონები 2008 წელს შეიჭამა

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, მიხეილ დუნდუა სოციალურ ქსელში, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საქართველოშო გაზის მიწოდების საკითხებზე საუბრობს. მისი თქმით, გაზსადენის მშენებლობისთვის  2008 წლის შემდეგ  გამოყოფილი თანხები “შეიჭამა”.

“ლაუაზიეს კანონი, ანუ რატომ ვსაუბრობთ გაზპრომთან”

1. სანამ ლაუაზიეს კანონს დავუკვირდებოდეთ, უნდა გავიხსენოთ, რომ რუსეთი საქართველოს გავლით გაზს აწვდის სომხეთს, საიდანაც საქართველო, ამ სატრანზიტო მომსახურების ფულადი ანაზღაურების ნაცვლად, გაზპრომისგან იღებს გაზს ნატურით. დღეს მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ არაპიკურ სეზონზე საქართველომ ანაზღაურება მიიღოს ფულადი სახით. ეს სწორი გადაწყვეტილებაა. არაპიკურ პერიოდში საქართველო გაზრდის გაზის შესყიდვას აზერბაიჯანიდან და შეწყვეტს რუსეთიდან.

2. ახლა განვიხილოთ ლაუაზიეს კანონი. ზამთრის სეზონზე (ნოემბერი-მარტი), როდესაც ყოველწლიურად იზრდება ბუნებრივი აირის მოხმარება, დღიურმა იმპორტმა უკვე 11 მილიონს გადააჭარბა, საიდანაც 2.9 მილიონის მოწოდება ხდება სამხრეთ კავკასიური მილსადენის (შაჰდენიზი) საშუალებით, 6 მილიონამდე დღიური მოწოდება ხორციელედება სოკარის მიერ ოპერირებული მილსადენიდან.
ისმის კითხვა დანარჩენი 2-2.5 მილიონი კუბ.მ საიდან უნდა გამოვატიოთ. ცნობისათვის, ზაფხულის თვეებში დღიური იმპორტი მხოლოდ 4 მილიონის ფარგლებშია და მისი მოწოდება აზერბაიჯანიდან არსებული ორი მილსადენის საშუალებით პრობლემას არ წარმოადგენს. ზამთარში კი ამ 2-2.5 მილიონი კუბ.მ დღიურად ვიღებთ რუსეთისგან.

3. სტატისტიკა: 2014 წელი მოხმარება იყო 2.1 მილიარდი კუბ.მ; 2015 წელი მოხმარება გახდა 2.5 მილიარდი კუბ.მ . ანუ გვაქვს დაახლოებით 19 %-იანი ზრდა. (არაფერს ვამბობ 2012 წელთან შედარებაზე, ისედაც მიხვდებით ალბათ). მოსახლეობა და თბოსადგურები მთლიანობაში მოიხმარს 1.4 მილიარდ კუბ.მ, ანუ 56 %-ს, დანარჩენი კი კომერციული სექტორის მოხმარებაა.

4. ისევ ლაუაზის კანონოს თანახმად, რუსეთიდან გაზის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში, ალტერნატივაა გაჩერდეს თბოსადგურების მიერ ელექტროენეგიის გამომუშავება და გაიზარდოს ელექტროენერგიის იმპორტი ისევ რუსეთიდან და დაახლოებით 400 მეგავატი იმპორტი დაემატოს თურქეთიდან. რაც თანხობრივად 70-80 მილიონი აშშ დოლარია ყოველწლიურად.

5. რა არის გამოსავალი? სეზონური დისბალანსისა და დღიური პიკური მოხმარების დაკმაყოფილების მიზნით აუცილებელია ავაშენოთ გაზსაცავი. სწორედ ამ მიზნით იწყება მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის განხორციელება, წინასწარი პარამეტრებით პროექტის საინვესტიციო ღირებულება 230-250 მილიონი აშშ დოლარია, მოცულობა კი 200 მილიონი კუბ.მეტრი.

6. ისმის კითხვა, რატომ არ გვაქვს დღეს ეს არდასაწვავი გაზსაცავი. არის პასუხი: იმიტომ არ გვაქვს ძმებო და დებო, რომ იმ 4,5 მილირდიანი საერთაშორისო დახმარებიდან 2008 წლის შემდეგ საქართველომ რომ მიიღო, ასეულობით მილიონი დოლარი წორედ გაზსადენის მშენებლობისათვის გამოგვიყვეს. და ეს ფული შეიჭამა. ამ დახმარებას თავი რომც დავანებოთ, მარტო 2012 წელს სახელმწიფო სექტორმა 1 მილიარდ 40 მილიონი წმიდა საგარეო ვალი აიღო და არც მაშინ არავის უფიქრია გაზსაცავის შექმნაზე. სამაგიეროდ გვაქვს პარლამენტის საამაყოდ გიგანტური შენობა ქუთაისში და პრეზიდენტის დიდებული სასახლე ავლაბარში.

7. დაბოლოს, აღსანიშნავია, რომ გაზპრომექსპორტთან არ განიხილება გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმება არც ტრანზიტის და არც გაზის მოწოდების თვალსაზრისით, და მოლაპარაკების საგანს წარმოადგნეს პირობები, რომელიც მხოლოდ 2016 წლის ბოლომდე იქნება მოქმედი”,- წერს დუნდუა.

Share