Home » საზოგადოება » გაყიდული ტერიტორიების 42%-ს აკონტროლებენ ირანელები, თურქები და არაბები
გაყიდული ტერიტორიების 42%-ს აკონტროლებენ ირანელები, თურქები და არაბები

გაყიდული ტერიტორიების 42%-ს აკონტროლებენ ირანელები, თურქები და არაბები

უძრავი ქონების ექსპერტი ნიკოლოზ კახეთელიძე შებდეგი ინფორმაციას ავრცელებს:

“ერთი თვეა ვაკეთებ კვლევას, რომელიც ეხება უძრავ ქონებას თბილისში. ამ ეტაპზე შევარჩიე ნაძალადევის რაიონი. აღმოჩნდა, რომ კერძო სექტორში გაყიდული ტერიტორიების (მიწა) 42% უკვე ეკუთვნით ირანის, თურქეთის, არაბეთის მოქალაქეებს. ეს ტერიტორიები ძირითადათ არის დაკონსერვებული, ანუ რეალური ინვესტიცია არ კეთდება. არის შეფარული ყიდვის შემთხვევებიც, მაგალითად, ფიქტიურად მოჰყავთ ცოლად ქართველი (ძირითადათ იძულებით გადაადგილებული პირი) და მათ სახელზე აფორმებენ ქონებას.

არ მაქვს არანაირი ფობია ამ ადამიანების მიმართ, უბრალოდ, ვაფიქსირებ ფაქტს – “პლეხანოვის პრობლემა” არ არის მხოლოდ “პლეხანოვზე“, – წერს ნიკო კახეთელიძე.

Share