Home » ბიზნესი » გავრცელებული ინფორმაციით, ინკასატორებმა „საქართველოს ბანკიდან“ 10 მილიონამდე თანხა გაიტაცეს
გავრცელებული ინფორმაციით, ინკასატორებმა „საქართველოს ბანკიდან“ 10 მილიონამდე თანხა გაიტაცეს

გავრცელებული ინფორმაციით, ინკასატორებმა „საქართველოს ბანკიდან“ 10 მილიონამდე თანხა გაიტაცეს

„საქართველოს ბანკის“ კუთვნილი 10 მილიონ ლარამდე თანხა გაიტაცეს.

თანხის გატაცების შესახებ ინფორმაცია „საქართველოს ბანკის“ პრესსამსახურში დაადასტურეს, თუმცა კონკრეტული თანხა, თუ რამდენია დაკარგული, არ დააკონკრეტეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარის გამო, „საქართველოს ბანკს“ მუშაობაში პრობლემები არ შექმნია. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს, რის გამოც ისინი დამატებითი კომენტარისაგან თავს იკავებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული ინკასატორებმა ჩაიდინეს. მათ საინკასაციო მანქანა რადარებიდან გათიშეს და სავარაუდოდ, თანხა ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმართულებით გადაიტანეს. არსებული ინფორმაციით, სწორედ ამ პუნქტის გავლით დატოვეს ინკასატორებმა საქართველო.

რაც შეეხება საინკასაციო მანქანას, ის მოგვიანებით დედაქალაქის ერთ-ერთ უბანში იპოვეს.

ამასთან, შაბათს, 24 ოქტომბერს, „საქართველოს ბანკიდან“ ასევე, დიდი ოდენობით თანხა დაიკარგა. ერთ-ერთი ვერსიით, თანხა თავისუფლების მოედანზე მდებარე ფილიალიდან გაიტანეს. ფაქტი იმ დროს მოხდა, როდესაც მოედანზე „რუსთავი 2“-ის კონცერტი მიმდინარეობდა. ბანკის ინფორმაციით, ყაჩაღობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა თანხა დაიკარგა.

Share