Home » საზოგადოება » „გასულ წელს ფიზიკური პირების დაკრედიტებაში დოლარიზაციის ზრდა დაანონსებულმა რეგულაციებმა გამოიწვია“
„გასულ წელს ფიზიკური პირების დაკრედიტებაში დოლარიზაციის ზრდა დაანონსებულმა რეგულაციებმა გამოიწვია“

„გასულ წელს ფიზიკური პირების დაკრედიტებაში დოლარიზაციის ზრდა დაანონსებულმა რეგულაციებმა გამოიწვია“

გასულ წელს ფიზიკური პირების დაკრედიტებაში დოლარიზაციის ზრდა დაანონსებულმა რეგულაციებმა გამოიწვია, – ასე ხსნის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე გასულ წელს ფიზიკური პირების დოლარში დაკრედიტების ზრდა.

გვენეტაძე განმარტავს, რომ მოსალოდნელმა პასუხისმგელიანი დაკრედიტების მექანიზმმა წაახალისა უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა, თუმცა მიმდინარე წელს დოლარიზაციის შემცირების ტენდენციაა.

„2018 წელს დაანონსებული იყო, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპები ამოქმედდებოდა, აქედან გამომდინარე მოხდა უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის აქსელერაცია. ამას თან ერთვოდა უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთების შემცირება, მაგრამ ჩვენ მოველით და პირველი კვარტლის მონაცემებიც ამას გვაჩვენებს, რომ დოლარიზაცია ისევ მცირდება და ვფიქრობთ ეს პროცესი გაგრძელდება. საინტერესოა, რომ იურიდიული პირების დაკრედიტების შემთხვევაში პირიქით, ლარში ხდებოდა სესხების გაცემა,“-აცხადებს კობა გვენეტაძე.

Share