Home » საზოგადოება » ,,გასაგებად უნდა ითქვას, რომ მარიხუანის მოყვანისა და ექსპორტის შესახებ კანონპროექტი არის ივანიშვილის იდეა“
,,გასაგებად უნდა ითქვას, რომ მარიხუანის მოყვანისა და ექსპორტის შესახებ კანონპროექტი არის ივანიშვილის იდეა“

,,გასაგებად უნდა ითქვას, რომ მარიხუანის მოყვანისა და ექსპორტის შესახებ კანონპროექტი არის ივანიშვილის იდეა“

11 სექტემბერს ცნობილი გახდა მთავრობის იმ საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, მარიხუანის წარმოებას ითვალისწინებს.

კანონპროექტმა, რომელიც საზოგადოებისგან მალულად შემუშავდა და რომლის წარმდგენი პარლამენტში  შს სამინისტროა, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

საპატრიარქოს მხრიდან წამოსულმა დიდმა საპროტესტო ტალღამ კი კანონპროექტის იმპლემენტაციაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და პარლამენტი მარიხუანის წარმოებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე დააფიქრა.

პარლამენტიდან აღნიშნული კანონპროექტის შესაძლო გაწვევაზე ირაკლი კობახიძე საუბრობს.

,,მიგვაჩნია, რომ ჩვენ პირნათელი ვართ ქართული საზოგადოებისა და ეკლესიის წინაშე, რადგან წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებების წარმოებასა და რეალიზებას. თუმცა, თუ არსებობს საფრთხე იმისა, რომ ამ კანონპროექტმა ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური მიმოქცევა შეიძლება წაახალისოს, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას კანონპროექტის გამოწვევის თაობაზე“, _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც კობახიძის განცხადებიდან ხდება ცნობილი, ხელისუფლება მოსალოდნელ საფრთხეებს ამჟამად ვერ აცნობიერებს, თუმცა მზადყოფნას გამოთქვამს, რომ კანონპროექტისგან მომდინარე  რისკებს გააანალიზებს.

საკითხზე პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე საუბრობს:

_ ბატონო ვაჟა, მმართველი პარტია საერო და სასულიერო პირების მხრიდან წამოსული პროტესტის შემდეგაცხადბს, რომ მარიხუანის კულტივირების შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან იმ შემთხვევაში გაიწვევს, თუ საზოგადოებას საფრთხეს შეუქნის.  პარლამენტში კანონპროექტი შეიტანეს და შემდეგ საუბრობენ მოსალოდნელ საფრთხეებზე, რამდენად კანონზომიერია ,,ქართული ოცნების“ ქმედება?

ახალბდა პოიტიკოსს, გამოუცდელ პარლამენტის თავმჯომარეს, ირაკლი კობახიძეს  რაღაც არებითადნამდვილად ეშლება. საზოგადოებასთან ასეთი ურთიერთობა პარლამენტის თავმჯომრეს არ გამოადგება. 

კონკრეტული კანონპროექტის შეტანა პარლამენტში იყო გაუაზრებელი და მოუმზადებელი აქტივობა მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან. გასაგებად უნდა ითქვას, რომ მთლიანად ეს კანონპრექტი და მარიხუანისკულტივირება არის ბიძინა ივანიშვილის იდეა.

ფაქტობრივად, ის მართავს ქვეყანას და მისი ნების გარეშე ქვეყანაში არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილბისმიღება არ ხდება.

შეიძლება, ეს კანონი აღარც გამოჩნდეს პარლამენტში, რადგან ივანიშვილი საოცრად პრაგმატული კაცია და ხვდება, რომ საზოგადოება კანონპროექტის მიღებას წინ აღუდგება.

ის ბუნდოვანება, რაც ამ კანონპროექტის გაწვევას ახლავს თან, ნიშნავს, რომ მმართველ ძალასა და ივანიშვილს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ, ცალსახად ეშინი  პოზიიის დაფიქსირება.  თუ დაინახეს, რომ ესწინააღმეგობა შესუსტდა, მაშინ კანონპროექტს დატოებენ  და გაიტანენ.

_ გარდა ბიძინა ივანიშვილისა, როგორ ფიქრობთ, სხვა პიროვნების ინტერესი არ იკვეთება?

_ ეს შეიძლება ბევრი ადამიანის ინტერსი იყოს, მაგრამ სადღეისოდ მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა უნდა, თუ ბიძნამ არ დართო ნება, არც ერთი დიდი საქმე და პროექტი არ განხორციელდება“, _ გვითხრა ბერიძემ.

საკანონმდებლო ორგანოს კანონპროექტზე მუშაობა ამჟამად შეჩერებული აქვს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს, საქართველოში მარიხუანის წარმოება ლეგალური გახდება.

http://gurianews.com

Share