Home » მსოფლიო » განახლებადი ენერგიის რევოლუცია ლათინო ამერიკაში
განახლებადი ენერგიის რევოლუცია ლათინო ამერიკაში

განახლებადი ენერგიის რევოლუცია ლათინო ამერიკაში

საუკუნეების მანძილზე ლათინო ამერიკის ბუნებრივი რესურსები მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას ეხმარებოდა. ვერცხლის გალეონებიდან დაწყებული, რომელიც ესპანურ იმპერიას აფინანსებდა, რკინის და სპილენძის ექსპორტით დამთავრებული, რომელიც ჩინეთს აშენებდა, ლათინო ამერიკის რესურსები დიდი ხანი მსოფლიოს გარშემო იყიდებოდა. თუმცა,  განახლებადი ენერგიის ზრდა რეგიონში ქმნის ახალ ეკონომიკურ ფენომენს – ბუნებრივი რესურსების გამოყენება საშინაო ზრდისთვის.

მიმდინარე წლებში, ლათინო ამერიკამ თავისი ქარის, მზის, გეოთერმული და ბიო-საწვავური ენერგიის რესურსები კარგად გამოიყენა. ახლა კი ის ენერგიის რევოლუციის წერტილშია, რომელიც შეცვლის რეგიონს და შექმნის ბევრ ბიზნესს შესაძლებლობებს.

ამჟამად, ლათინო ამერიკა კვლავ დიდად დამოკიდებულია მის ერთ-ერთ ბუნებრივ რესურსზე – ნავთობზე. BP-ს სტატისტიკური მიმოხილვის მიხედვით, ლათნო ამერიკას წილი მიუძღვის მსოფლიოს ნავთოვის რეზერვის 20%-ში, რაც მას მსოფლიოში მეორე ყველაზე ნავთობ-მნიშვნელოვან რეგიონად აქცევს. ალბათ, ამის გამოა ის ნავთობზე ასე მძიმედ დამოკიდებული. ნავთობი რეგიონის პირველადი ენერგიის მომარაგების 46%-ს შეადგენდა 2013 წელს, რაც საშუალო მაჩვენებელზე – 31%-ზე საკმაოდ უფრო მაღლა დგას.

რაც შეეხება ტრანსპორტს, ელექტრომანქანებმა და ჰიბრიდებმა გლობალური ზეგავლენა ლათინო ამერიკაშიც მოახდინეს და ლათინო ამერიკაში ისინი თითქმის არ არსებობენ. ბრაზილიამ ეთანოლის ალტერნატივა გასაოცრად გამოიყენა, მაგრამ ნავთობი და მისი წარმოებული პროდუქტები მათ ნომერ პირველ არჩევნად რჩება. ასევე, ლათინო ემრიკის დროიდან გასული სატრანსპორტო ფლოტი, ელექტრო ტრანსპორტზე გადასვლას მაინც ჩამორჩება, რაღაც დროით მაინც.

ლათინო ამერიკის ელექტროენერგიის სექტორმა უკვე დაიწყო ნავთობზე დამოკიდებულობის შეწყვეტა. Inter-American ბანკის მიხედვით, ლათინო ამერიკა მისი ელექტროენერგიის წარმოების გაორმაგებას მოელის 2015 და 2040 წლებს შორის და დამატებით 1,500 ტერავატ საათი ძალა დასჭირდება. ეს დიდი რაოდენობაა – საკმარისი იმისთვის რომ მთლიანი გაერთიანებული სამეფოს ელექტროენერგიის მოთხოვნა ხუთი წლით დაფაროს. პრაქტიკულად, ლათინო ამერიკის არც ერთი დიდი ელექტროსადგური არ იქნება ნავთობზე დამოკიდებული, რაც სხვა ტექნოლოგიებისთვის დარგს ხსნის.

ცენტრალური ამერიკის და კარიბის ქვეყნები იყვნენ პირველები, რომლებიც დაშორდნენ ნავთობ-დამოკიდებულ სადგურებს, 10 წლის ფეთქებადი და მაღალი ფასების შემდეგ საუკუნის დასაწყისში. ზოგ შემთხვევაში, როგორიცაა დომინიკის რესპუბლიკა, ნავთობის ფასების ზრდამ ნახშირზე გადასვლა გამოიწვია, რომელიც ლათინო ამერიკის და კარიბის ქვეყნების 5%-ს წარმოადგენს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალი ნახშირზე დამოკიდებული სადგურები ბევრ ლათინო ამერიკულ ქვეყანაში განვითარდება.

ზაზა ხორბალაძე

Share