Home » საზოგადოება » გახარია – ეროვნული ბანკის ახალი შენობის ასაშენებლად 50 მილიონი არ უნდა დაიხარჯოს
გახარია - ეროვნული ბანკის ახალი შენობის ასაშენებლად 50 მილიონი არ უნდა დაიხარჯოს

გახარია – ეროვნული ბანკის ახალი შენობის ასაშენებლად 50 მილიონი არ უნდა დაიხარჯოს

გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი 50 მილიონი ლარის რესურსს ახალი ოფისის აშენებაზე არ უნდა ხარჯავდეს, – ამის შესახებ პრემიერმა ტელეკომპანია “მთავარის“ მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაური განმარტავს, მსგავსი ოფისის აშენება გაცილებით უფრო ნაკლები დანახარჯებითაც შესაძლებელია.

„ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ორგანო, ბიუჯეტიდან არც ერთი „კაპიკი“ არ გადის. მიუხედავად ამისა, გეტყვით, რომ ამხელა რესურსი ორგანოს, თუნდაც ეროვნული ბანკი იყოს, რომელიც არის მაკონტროლებელი ორგანო, შენობის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს. ვფიქრობ, უფრო ეფექტურად არის შესაძლებელი ისეთი შენობის აშენება ამ ქალაქში, რომელიც ცოტა იაფი დაჯდება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკი ახალი სათავო ოფისის მშენებლობაზე სავარაუდოდ 50 მილიონ ლარს დახარჯავს. სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ტექნიკური დავალების თანახმად, A კლასის ახალი სათავო ოფისის სამშენებლო ფართი დაახლოებით 17 000 მ2-ია.

Share