Home » საზოგადოება » გაიზრდება თუ არა დეპუტატების ხელფასი
გაიზრდება თუ არა დეპუტატების ხელფასი

გაიზრდება თუ არა დეპუტატების ხელფასი

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რეგლამენტის პროექტით დეპუტატის ხელფასის ოდენობა 4624 ლარით განისაზღვრება. პარლამენტის თანამდებობის პირებს კი დამატებით მიეცემათ შესაბამისი პოზიციისთვის განსაზღვრული ფულადი დანამატები. დეპუტატზე ასევე გაიცემა სადეპუტატო უფლებამოსილების  განხორციელების თანხა. პროექტში ჩაწერილმა ცვლილებამ გამოიწვია სხვადასხვა ინტერპრეტაცია, გაჩნდა ვარაუდი, რომ მომავალი მოწვევის დეპუტატები გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ. თუმცა, პარლამენტში ამ ყველაფერს უარყოფენ და აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება და პარლამენტარების ხელფასი არც გაზრდილა და  უახლოეს პერიოდშიც არ გაიზრდება.

რას ნიშნავს დამატებით სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა – ასეთი კითხვა მესამე სექტორსაც გაუჩნდა, რასაც  კანონმდებლების განმარტებებიც მოჰყვა.

დეპუტატების განცხადებით, მათი  ხელფასი არც ახლა და არც მომავალი მოწვევის პარლამენტში არ გაიზრდება.

,,კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ცალსახად კრძალავს პოლიტიკური თანამდებობის პირთათვის  დანამატების აღებას. პარლამენტის წევრს ექნება კანონით დადეგნილი ხელფასი, რომელიც იქნება იმავე ოდენობის, რაც იყო აქამდე და არცერთი თეთრით არ იზრდება. 2012 წლის შემდგომ პარლამენტის წევრთა ხელფასები  არ შეცვლილა’’, – აცხადებს გიორგი კახიანი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

Share