Home » საზოგადოება » “გაიზრდება საწვავის ხარისხი, გამკაცრდება მოთხოვნები ტექდათვალიერებაზე და აიკრძალება დაბალი სტანდარტის მანქანების იმპორტი”
გაიზრდება საწვავის ხარისხი, გამკაცრდება მოთხოვნები ტექდათვალიერებაზე და აიკრძალება დაბალი სტანდარტის მანქანების იმპორტი

“გაიზრდება საწვავის ხარისხი, გამკაცრდება მოთხოვნები ტექდათვალიერებაზე და აიკრძალება დაბალი სტანდარტის მანქანების იმპორტი”

გაიზრდება საწვავის ხარისხი, გამკაცრდება მოთხოვნები ტექდათვალიერებაზე და აიკრძალება დაბალი სტანდარტის მანქანების იმპორტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერმა ქვეყანაში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აქცენტი რამდენიმე მიმართულებაზე გაკეთდება. მისივე თქმით, ცვლილებები ასევე იგეგმება სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და საქალაქო ტრანსპორტის გაუმჯობესების კუთხითაც.
„მინდა შევეხო ეკოლოგიას და ობიექტურად თითოეულმა ჩვენგანმა იცის, რომ ეს ერთ-ერთი მძიმე გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავამუშავეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომელიც მოკლე ვადაში საშუალებას მოგვცემს, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები მივიღოთ. მიმართულებები, რომლებზეც აქცენტს გავაკეთებთ, არის შემდეგი: საწვავის ხარისხის გაზრდა, აიკრძალება დაბალი სტანდარტების მანქანების იმპორტი და გამკაცრდება მოთხოვნები ტექნიკურ დათვალიერებაზე. ამასთან ერთად, მასშტაბური ცვლილებები შევა სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და საქალაქო ტრანსპორტის სტანდარტის გაუმჯობესების კუთხით. ეტაპობრივად სრულად მოხდება ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება. ამასთან დაკავშირებით, თბილისის მერიასთან ვმუშაობთ ერთობლივ სტრატეგიაზე და ივლისის ბოლომდე გავაკეთებთ ამ ძალიან მასშტაბური სტრატეგიის პრეზენტაციას,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Share