Home » საზოგადოება » გაფიცვის პერიოდში, დედაქალაქში არსებული მუნიციპალური ავტობუსები, მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება
გაფიცვის პერიოდში, დედაქალაქში არსებული მუნიციპალური ავტობუსები, მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება

გაფიცვის პერიოდში, დედაქალაქში არსებული მუნიციპალური ავტობუსები, მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება

ვინაიდან მიმდინარე გაფიცვა პირდაპირ მიმართულია მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუარესებისკენ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაფიცვის პერიოდში დედაქალაქში არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი (მხედველობაში მაქვს მუნიციპალური ავტობუსები) მოსახლეობას მოემსახუროს უფასოდ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კახა კალაძემ მეტროს მემანქანეებს სამუშაოზე გამოცხადებისკენ მოუწოდა.

“ვინაიდან, მიმდინარე გაფიცვა პირდაპირ მიმართულია მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუარესებისკენ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გაფიცვის პერიოდში დედაქალაქში არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი, მხედველობაში მაქვს მუნიციპალური ავტობუსები, მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება. ამასთან, ავტობუსების არსებულ ნაკადებს დავამატებთ ჩვენს ხელთ არსებულ რეზერვებს. მოვუწოდებთ მეტროს მემანქანეებს, ნუ დაარღვევენ კანონს, დაემორჩილონ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნუ დააყენებენ საკუთარ ინტერესებს მთელი ქალაქის მოსახლეობის ინტერესებსა და კანონზე მაღლა. დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს არ დაუშვან, რომ მათმა გაუაზრებელმა გადაწყვეტილებებმა დააზიანონ დედაქალაქი და დედაქალაქის მოსახლეობა”, – განაცხადა კალაძემ.

Share