Home » მსოფლიო » გაერო: სირიის აღდგენას 200-300 მილიარდი აშშ დოლარი სჭირდება
გაერო: სირიის აღდგენას 200-300 მილიარდი აშშ დოლარი სჭირდება

გაერო: სირიის აღდგენას 200-300 მილიარდი აშშ დოლარი სჭირდება

მრავალწლიანი ომის შედეგად დანგრეული და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას სირიაში 200-დან 300 მილიარდ აშშ დოლარამდე სჭირდება. შესაბამისი განცხადება ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა  გაეროს ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენელმა სირიაში, ჯეიკომ კერნმა.

“საჭიროა უზარმაზარი მასშტაბების რეკონსტრუქცია. ჩვენ ვთვლით, რომ ამას (რეკონსტრუქციას) 200-300 მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება. და ეს მხოლოდ მინიმუმია”, – თქვა კერნმა და აღნიშნა, რომ იქამდე, სანამ სირიაში სახლები, ქარხნები, სარკინიგზო ხაზები, ელექტროგაყვანილობა და ინფრასტრუქტურა არ აღდგება, აქ ცხოვრება გაუსაძლისია.

“ეს ჰუმანიტარული კრიზისია და ყველა, ვისაც სინდისი აქვს, სირიელებს უნდა დაეხმაროს”, – დასძინა კერნმა.

საინტერესოა, რომ გაეროს დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი სირიაში მიმდინარე კონფლიქტს სირიელებს შორის მომხდარ კონფლიქტად არ აფასებს, რადგან სამხედრო მოქმედებებში გარე ძალებია ჩართული. შესაბამისად, კერნი საერთაშორისო საზოგადოებას მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს.

სირიის საკითხს დაწვლილებით განიხილავენ ბრიუსელში, საერთაშორისო დონორული კონფერენციის ფარაგლებში.

წყარო:AGORA.GE

Share