Home » საზოგადოება » გადაუხდელი ჯარიმების რაოდენობა იზრდება
გადაუხდელი ჯარიმების რაოდენობა იზრდება

გადაუხდელი ჯარიმების რაოდენობა იზრდება

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2015 და 2017 წლებში, წლიურად 1.2 მლნ. ჯარიმაა გამოწერილი, რომელთა ჯამური ღირებულება წელიწადში საშუალოდ 58.5 მლნ. ლარს შეადგენს. ჯარიმების გაცემის და ამოღების სისტემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა.

აუდიტის დასკვნიდან ირკვევა, რომ შესწავლის პერიოდში პერმანენტულად მცირდება ჯარიმების გადახდის მაჩვენებელი, ხოლო გაუქმებული და ადრესატისთვის არჩაბარებული ჯარიმების რაოდენობა იზრდება.

„შედეგად, დამრღვევ მძღოლებზე დაკისრებული ჯარიმების გადახდის მაჩვენებელი 80.5%-დან და 69.4%-მდე შემცირდა.“ – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

ემხრობით თუ არა მსუბუქი ნარკოტიკების (მარიხუანა, კლუბური ნარკოტიკები...) ლეგალიზებას?

შედეგების ნახვა

Loading ... Loading ...
Share