Home » ფინანსები » ფულის გათეთრების კანონმდებლობის დარღვევისთვის 6 ბანკი დაჯარიმდა
ფულის გათეთრების კანონმდებლობის დარღვევისთვის 6 ბანკი დაჯარიმდა

ფულის გათეთრების კანონმდებლობის დარღვევისთვის 6 ბანკი დაჯარიმდა

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევებისთვის 2018 წელს ეროვნულმა ბანკმა 6 კომერციული ბანკი დააჯარიმა.ეროვნული ბანკი წლიურ ანგარიშში წერს, რომ ეს ბანკები რისკზე დაფუძნებული მიდგომის გათვალისწინებით, შეირჩა და შემოწმდა.

დაჯარიმებული კომერციული ბანკების სახელები უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ სანქციებმა ჯამურად 596 000 ლარი შეადგინა.

ამავე პერიორდში განხორციელდა 38 ვალუტის გადამცვლელი პუნქტის და 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადგილზე ინსპექტირება. დაკისრებულმა საჯარიმო სანქციების ჯამურმა მოცულობამ 748 300 ლარი შეადგინა, ამასთან, ერთ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს გაუუქმდა რეგისტრაცია. წლის განმავლობაში ასევე განხორციელდა 4 საბროკერო კომპანიის და 4 რეგისტრატორის შემოწმება, სადაც დაკისრებულმა საჯარიმო სანქციების ჯამურმა მოცულობამ 107 500 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ დაინერგა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დისტანციური ზედამხედველობაც.

gbc.ge

Share