Home » ახალი ამბები » ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, თიბისის მხარდაჭერით, მარტინ პარის წიგნის პრეზენტაცია და გამოფენა – „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიმართა
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, თიბისის მხარდაჭერით, მარტინ პარის წიგნის პრეზენტაცია და გამოფენა - „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიმართა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, თიბისის მხარდაჭერით, მარტინ პარის წიგნის პრეზენტაცია და გამოფენა – „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიმართა

ფრანკფურტის წიგნის 70-ე საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში, საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის მთავარ სცენაზე, თიბისის მხარდაჭერით, ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფის – მარტინ პარის წიგნის – „Martin Parr Tbilisi“ პრეზენტაცია შედგა.

1980-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფოტოგრაფი და პრესტიჟული სააგენტო „მაგნუმის“ წევრი – მარტინ პარი საქართველოს თბილისის მერიის მოწვევით  2018 წლის ივნისში მესამედ ესტუმრა. წიგნიფოტოგრაფის თბილისში გადაღებული ფოტოების მიხედვით შეიქმნა და  ერთ-ერთ ცნობილ გერმანულ გამომცემლობასთან – „Prestel Publishing“-თან თანამშრომლობით, მიუნჰენში გამოიცა. წიგნში ასევე შევიდა პარის 2009 წელს თბლისში გადაღებული რამდენიმე ფოტო. წიგნის ტექსტი აკა მორჩილაძეს ეკუთვნის. პრეზენტაციის მოდერატორი და წარმდგენი ომის ცნობილი ფოტოგრაფი, „Magnum Photos“ პრეზიდენტი – თომას დვორჟაკი იყო.

მარტინ პარიმ  ინოვაციური სახეებისა და სოციალური ფოტოგრაფიის მიმართ განსხვავებული მიდგომის, ასევე, დიდ ბრიტანეთში და მის საზღვრებს გარეთ ფოტოგრაფიის კულტურაში შეტანილი წვლილისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ნამუშევრებში დაკვირვების სიზუსტისა და განსხვავებული ფერების გამო პარი 1980-იანი წლებიდან ყველაზე წარმატებული და პოპულარული ფოტოგრაფების სიაში მოხვდა და სააგენტო Magnum Photos-ს ერთ-ერთი მთავარი წევრი გახდა.

პარალელურად, საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონში გამოფენა – „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიხსნა. ექსპოზიცია 71 წლის მანძილზე, მაგნუმის წევრი ისეთი ფოტოგრაფების მიერ თბილისში გადაღებულ 35-მდე ფოტოს აერთიანებს, როგორებიც არიან: რობერტ კაპა, ანრი კარტიე ბრენსონი, კარლ დე კეიზერი, გიორგი პინხასოვი, იონას ბენდიკსენი, პაოლო პელეგრინი, თომას დვორჟაკი და მარტინ პარი.  ექსპოზიცია იწყებაფოტოებით, რომელიც რობერტ კაპამ, 1947 წელს, ჯონ სტეინბეკთან თბილისში მოგზაურობისას გადაიღო. სწორედ ამ წელს დაარსდა სააგენტო Magnum Photos. გამოფენას მარტინ პარის მიერ 2018 წელს შექმნილინამუშევრები ასრულებს. მოგვიანებით, აღნიშნული ექსპოზიცია თიბისისა და თბილისის მერიის ინიციატივით თბილისს გადმოეცემა და გამოფენის ნახვა ყველა მსურველს შეეძლება.

Magnum Photos ფოტოგრაფიული კოოპერატივია, რომელიც თავად წევრ ფოტოგრაფებს ეკუთვნის. „მაგნუმის“ ფოტოგრაფები ძლიერი ინდივიდუალური ხედვით აღწერენ მსოფლიოს, ადამიანებს, მოვლენებსა და პრობლემებს. 4 სარედაქციო ოფისით ნიუ-იორკში, ლონდონში, პარიზსა და ტოკიოში და 15 ქვესააგენტოს ქსელით, Magnum Photos ფოტოებით ამარაგებს პრესას, გამომცემლობებს, სარეკლამო სფეროს, ტელევიზიას, გალერეებსა და მუზეუმებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სააგენტოს ბიბლიოთეკა ცოცხალი არქივია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მიწოდებული ნამუშევრებით ყოველდღიურად ახლდება.

ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის პავილიონი 9 ოქტომბერს გაიხსნა. ქართული პროგრამა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, კონცეფციით – Georgia Made by Characters – „ანბანით მოთხრობილი საქართველო“ წარდგა. კვირეულის ფარგლებში, პავილიონში, საქართველოს ეროვნულ და თემატურ სტენდებზე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 20-მდე სცენაზე, ათობითლიტერატურულ და კულტურულ სივრცეში ქართველი ავტორებისა და არტისტების სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის ასობით ღონისძიება გაიმართება.

Share