Home » ახალი ამბები » ფოთი წელს პირველად ქალაქის დღეს იზეიმებს
ფოთი წელს პირველად ქალაქის დღეს იზეიმებს

ფოთი წელს პირველად ქალაქის დღეს იზეიმებს

“ფოთში, სამწუხაროდ, აქამდე ეს დღე არ აღნიშნულა”

ფოთი წელს პირველად, 15 აპრილს ქალაქის დღეს იზეიმებს. „ფოთის დღეები 2018“ საკათედრო ტაძრის დღესთან ერთად, კვირაცხოვლობას აღინიშნება.

ღონისძიების ფარგლებში საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. გაიმართება ქალაქის სიმბოლოებისა და ჰერალდიკის გამოფენა. ჩატარდება კვინტეტ ,,ურმულისა“ და არჩილ ხორავას ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი. კოლხური კულტურის მუზეუმში კი მსურველებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ლექცია ქალაქის ისტორიაზე. ამავე დღესვე დასახელდებიან ფოთის საპატიო მოქალაქეები.

„ფოთში ,,ფაზისობის“ დღესასწაულს ძალიან დიდი ისტორია აქვს. ეს არის სახალხო დღესასწაული, სხვადასხვა სანახაობით დატვირთული. თუმცა, თითქოს იკარგებოდა თვითონ ფოთის, როგორც თვითმმართველი ქალაქის ისტორია და მნიშვნელობა. საქართველოში თითქმის ყველა ქალაქს აქვს თავისი საქალაქო დღესასწაული. ფოთში, სამწუხაროდ, აქამდე ეს დღე არ აღნიშნულა. არსებობს ასეთი ევროპული ტრადიცია, ქალაქის დღეებს ზეიმობენ ტაძრის დღესასწაულთან ერთად. რადგან ქალაქი გახლავთ ტაძრის გარშემო გაშენებული და დაგეგმარებით ქალაქის ყველა გზა საკათედრო ტაძართთან ერთდება, ამიტომ საზოგადოების აზრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქალაქის დღე აღინიშნოს ტაძრის დღესასწაულთან ერთად, რომელიც არის კვირაცხოვლობას“, – განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილმა.

„ფოთის დღეები 2018“ ქალაქის ცენტრალურ პარკში ღონისძიებით დასრულდება. ფოთელების წინაშე „ქუჩის მუსიკოსები“ და ადგილობრივი შემსრულებლები წარდგებიან.

Share