Home » ბიზნესი » Forbes-მა საქართველოს უმსხვილესი კომპანიების ოცეული დაასახელა
Forbes-მა საქართველოს უმსხვილესი კომპანიების ოცეული დაასახელა

Forbes-მა საქართველოს უმსხვილესი კომპანიების ოცეული დაასახელა

Forbes-ის ქართულმა გამოცემამ საქართველოს უმსხვილესი კომპანიების ოცეული დაასახელა

საქართველოს უმსხვილესი კომპანიებიდან სამი სახელმწიფოს მფლობელაში არსებული საწარმოა – თელასი, ესკო და საქართველოს რკინიგზა.

უმსხვილეს კომპანიებში დომინირებენ ნავთობკომპანიები – ოცეულში პირველი 6 კომპანია სწორედ ნავთობკომპანიაა. Forbes-ის ცნობით, მოწინავე პოზიციაზეა ენერგეტიკული სექტორიც.

უმსხვილესი კომპანიებიდან 3 საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანიების სიაშიც შედის – ენერგო-პრო ჯორჯია, ჯორჯიან მანგანეზი და საქართველოს რკინიგზა.

ბიზნესსექტორის ტოპ-20 საწარმო შემდეგია:

  • შპს ჯორჯიან მანგანეზი – საქმიანობა: თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება
  • სს ენერგო – პრო ჯორჯია – საქმიანობა: ელექტროენერგიის წარმოება ჰიდროელექტროსადგურების მიერ
  • სს თელასი – საქმიანობა: ელექტროენერგიის განაწილება
  • სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (ესკო) – საქმიანობა: ელექტროენერგიის განაწილება
  • ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში – საქმიანობა: გამანაწილებელი საინჟინრო ობიექტების მშენებლობა
  • შპს ტოიოტა კავკასია – საქმიანობა: საბითუმო ვაჭრობა ახალი და ნახმარი ავტომობილებით
  • შპს ჯიდიაი – საქმიანობა: საბითუმო ვაჭრობა თამბაქოს პროდუქტებით
  • შპს პსპ ფარმა – საქმიანობა: საბითუმო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით
  • შპს სოკარ ჯორჯია გაზი – საქმიანობა: საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით
  • შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) – საქმიანობა: საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით
  • შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი – საქმიანობა: საცალო ვაჭრობა ბენზინით
  • შპს რომპეტროლ საქართველო – საქმიანობა: საცალო ვაჭრობა ბენზინით
  • სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია – საქმიანობა: საცალო ვაჭრობა ბენზინით
  • შპს ლუკოილ-ჯორჯია – საქმიანობა: საცალო ვაჭრობა ბენზინით
  • სს გეფა – საქმიანობა: საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით
  • სს საქართველოს რკინიგზა – საქმიანობა: რკინიგზის სატვირთო ტრანსპორტი
  • შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია – საქმიანობა: საცალო ვაჭრობა ბენზინით
  • შპს მაგთიკომი – საქმიანობა: უსადენო ტელესაკომუნიკაციო საქმიანობები
  • შპს ჩემპიონები 111 (europe-bet) – საქმიანობა: აზარტული თამაშების საქმიანობები
  • შპს სუპერბეთი 2014 (კრისტალ ბეთი, ლიდერბეთი) – საქმიანობა: აზარტული თამაშების საქმიანობები.

Forbes-მა ეს სია საქსტატის ბრუნვის მაჩვენებლებზე დაყრდნობით შეადგინა.

 

 

რომელი კომპანიის ქართულ ღვინოებს ანიჭებთ უპირატესობას?

  • შატო მუხრანი (16%, 182 Votes)
  • მეღვინეობა ხარება (13%, 151 Votes)
  • კახური ტრადიციული მეღვინეობა (13%, 143 Votes)
  • სხვა (12%, 138 Votes)
  • თელიანი ველი (8%, 89 Votes)
  • ბადაგონი (7%, 78 Votes)
  • თბილვინო (5%, 54 Votes)
  • მეღვინეობა შილდა (5%, 53 Votes)
  • GWS (5%, 53 Votes)
  • მილდიანი (5%, 51 Votes)
  • ქვევრის მზე – ტყუპები (4%, 49 Votes)
  • იკანო (4%, 48 Votes)
  • ასკანელი ძმები (4%, 43 Votes)

ხმების რაოდენობა: 880

Loading ... Loading ...
Share