Home » მსოფლიო » ფონდი „ღია საზოგადოება“, რომელიც ჯორჯ სოროსს ეკუთვნის, უნგრეთში საქმიანობას წყვეტს
ფონდი „ღია საზოგადოება“, რომელიც ჯორჯ სოროსს ეკუთვნის, უნგრეთში საქმიანობას წყვეტს

ფონდი „ღია საზოგადოება“, რომელიც ჯორჯ სოროსს ეკუთვნის, უნგრეთში საქმიანობას წყვეტს

ფონდი „ღია საზოგადოება“, რომელიც ამერიკელ მილიარდერს ჯორჯ სოროსს ეკუთვნის, უნგრეთში საქმიანობას წყვეტს, – იუწყება სააგენტო „როიტერსი“.

„მიღებულია ბუდაპეშტიდან ყველა ოპერაციის გადატანის გადაწყვეტილება, ვინაიდან უნგრეთის მთავრობა აპირებს შეზღუდოს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა კანონპროექტით „შეაჩერე სოროსი“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

უნგრეთის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელის იანოშ ლაზარის თქმით, ზოგიერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ხელს უწყობს ევროკავშირში არალეგალური მიგრაციის გავრცელებას ამერიკელი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის სახსრებითა და სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით, ამიტომაც მათი დაფინანსება გადასახადებს უნდა ექვემდებარებოდეს. ახალი საიმიგრაციო კანონპროექტი განსახილველად თებერვალში წარედგინა უნგრეთის პარლამენტს. მთავრობა აპირებს საზოგადოებრივ და არაკომერციულ ორგანიზაციებს დაუწესოს საჯარიმო გადასახადები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან, სახსრებს იყენებენ არალეგალური მიგრანტების დასახმარებლად და უკანონოდ გადაჰყავთ სახელმწიფო საზღვარზე ევროკავშირის ქვეყნებში.

თავის მხრივ, უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა მსგავსი ორგანიზაცია წინასწარ უნდა დარეგისტრირდეს ოფიციალურ ორგანოებში. საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსება დაიბეგრება. ეს ნაბიჯი არის კანონპროექტის ნაწილი, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს სოროსთან დაკავშირებული ორგანიზაციების მუშაობას.

კანონპროექტი ატარებს არაოფიციალურ სახელს – „შეაჩერე სოროსი“. უნგრეთის მთავრობა დარწმუნებულია, რომ სწორედ სოროსი აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც არალეგალ მიგრანტებს ეხმარებიან ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაში. ახალი კანონის მიღების შემდეგ მთავრობას შეეძლება ქვეყნიდან გააძევოს მსგავსი კომპანიების უცხოელი თანამშრომლები, რომლებიც ოფიციალურ ანგარიშს არ წარადგენენ საკუთარ სამუშოზე სახელმწიფო ორგანოებში.

 

წყარო: interpressnews.ge

Share