Home » ფინანსები » Fitch-ი „საპარტნიორო ფონდს“ რეიტინგს აღარ მიანიჭებს – მიზეზი არასწორი ინფორმაციის მიწოდება გახდა

Fitch-ი „საპარტნიორო ფონდს“ რეიტინგს აღარ მიანიჭებს – მიზეზი არასწორი ინფორმაციის მიწოდება გახდა

Fitch-ი „საპარტნიორო ფონდს“ რეიტინგს აღარ ანიჭებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად Fitch Ratings-ის ვებგვერდზე ვრცელდება. 

როგორც გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, Fitch Ratings-მა გადაწყვიტა ამოიღოს საქართველოში დაფუძნებული „საპარტნიორო ფონდის“ გრძელვადიანი უცხოური და ადგილობრივი ვალუტების დეფოლტ რეიტინგები (IDRs) “BB” სტაბილური პროგნოზით. სააგენტომ ასევე ამოიღო PF-ს მოკლევადიანი ადგილობრივი ვალუტის IDR “B”. 

აღსანიშნავია, რომ როგორც Fitch Ratings-ის ინფორმაციაშია აღნიშნული, რეიტინგების მინიჭების შეწყვეტის მიზეზი არასაკმარისი და არასწორი ინფორმაციის მიწოდება გახდა. 

ხოლო როგორც თავად „საპატნიორო ფონდში“ აცხადებენ, რადგან ფონდი არის რეფორმირების რეჟიმში, მათ თავად მიმართეს Fitch-ს რომ შეწყვეტილიყო რეიტინგის მინიჭება. 

ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდება “საპარტნიორო ფონდი” ახალ სტრუქტურულ ერთეულად, შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, განახლდეს Fitch-ის რეიტინგის მინიჭება, თუ რომელიმე სხვა სარეიტინგო სააგენტოს მიმართონ.

bm.ge

Share