Home » ფინანსები » ფინანსთა სამინისტრო სტარტაპების ფინანსებით უზრუნველყოფით დიდ რისკზე მიდის
ფინანსთა სამინისტრო სტარტაპების ფინანსებით უზრუნველყოფით დიდ რისკზე მიდის

ფინანსთა სამინისტრო სტარტაპების ფინანსებით უზრუნველყოფით დიდ რისკზე მიდის

სტარტაპების 90% გაკოტრებისთვისაა განწირული – ჩავარდნილი და წარმატებული სტარტაპების მიზეზები

საქართველოს მთავრობა “სტარტაპების” დაფინანსების პროგრამას იწყებს. პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ვისაც აქვს ინოვაციური, საინტერესო ბიზნესწინადადება და მისი განხორციელებისთვის ესაჭიროება დაფინანსება. პირველ ეტაპზე პროგრამისთვის გამოიყოფა 11 მლნ ლარი, ხოლო შემდეგ ბიუჯეტი გაიზრდება 35 მლნ ლარამდე.

პროგრამის კოორდინატორები არიან საპარტნიორო ფონდი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, პროგრამის ამოქმედების პროცესში ასევე ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები.

ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, სტარტაპების დაფინანსება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სხვაგვარად ვერ მივაღწევთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე აისახება. მისივე თქმით, სასტარტო კაპიტალის რეფორმის ხელშეწყობა ეხება რამდენიმე ჯგუფს.

“პირველი ესაა – საშუალო და მცირე ბიზნესი, მეორე – ესენი არიან ჩვენი ახალგაზრდები, სტარტაპერები და მესამე ჯგუფი – ესენი არიან ჩვენი ემიგრანტები. სტარტაპების ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოში დღეს არსებობს ყველა რესურსი იმისა, რომ ადგილობრივი ინტელექტუალური ცოდნა გაიყიდოს საერთაშორისო ბაზარზე. 21-ე საუკუნე არის ციფრული ეკონომიკის ეპოქა და ჩვენ თუ ამ სექტორში არ გვექნება წარმატება, ვერც ქართული ეკონომიკა იქნება წარმატებული. მით უფრო, რომ ჩვენს ახალგაზრდებში არის ის ენერგია და ის ცოდნა, რომ მათ ეს სექტორი განავითარონ,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი განცხადებით, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ეს რეფორმა შეეხება ემიგრანტებს.

“მესამე ჯგუფი, რომელსაც ეს პროგრამა უნდა შეეხოს, არიან ჩვენი ემიგრანტები. ეს არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არის ძალიან შემოქმედი, რომელმაც დააგროვა მძლავრი ადამიანური კაპიტალი. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შევქმნათ ისეთი გარემო საქართველოში, მათ შორის, სასტარტო კაპიტალის მიწოდების, საგადასახადო რეჟიმის თვალსაზრისით, რომ ეს ადამიანები დაბრუნდნენ სამშობლოში და დაიწყონ ეკონომიკური აქტივობა,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეფორმით ფინანსთა სამინისტრო მიდის რისკზე, რაც მაღალი სარისკო ბიზნესების – სტარტაპების დაფინანსებით იქნება განპირობებული. ბიუჯეტიდან მიმართული თანხები იქნება იმ ბიზნესების – სტარტაპების დაფინანსებისკენ მიმართული, რომლებთა 90% სხვადასხვა კვლევების მიხედვით განწირულია წარუმატებლობისკენ. ერთ-ერთი ასეთი კვლევა ავტორიტეტულ და სტარტაპების მიმართულებით დიდი სამუშაო ისტორიის მქონე კვლევითი ორგანიზაცია Failory-ს ეკუთვნის.

კვლევითი ორგანიზაცია Failory აქვეყნებს კვლევას, სადაც შესწავლილია სტარტაპების ჩავარდნის სიხშირე. როგორც კვლევაში ჩანს, ახალი სტარტაპების 90% კოტრდება. სტატისტიკის შედგენისას გასათვალისწინებელია სტარტაპის წამოწყების დროც.

თავად კვლევით ორგანიზაცია Failory-ს სტარტაპების კვლევის მიმართულებით დიდი გამოცდილება გააჩნია და 100%-ით დარწმუნებულნი არიან, რომ წარმატება სირთულეების გარეშე არ მიიღწევა.

იმისათვის, რომ ახალმა სტარტაპერებმა იგივე შეცდომები გაიმეორონ რაც სხვა სტარტაპერებმა, მათ შექმნეს თჰე შტარტუპ Failory Rate Inpographic, ანუ ჩავარდნილი სტარტაპების ინფოგრაფიკი, რომლის მეშვეობითაც სტარტაპერს შეუძლია გახდეს “ჩავარდნების სპეციალისტი” და გაეცნოს სხვა სტარტაპების წარუმატებლობის მიზეზებს.

,,აუცილებელია რომ კარგად შეისწავლოთ ინფოგრაფიკი, რათა წარმატებული სტარტაპ ბიზნესების სტატისტიკას შეუერთდეთ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გაიაზროთ, რომ სტარტაპის წამოწყება რუსული რულეტის თამაშივით სარისკოა”, – აცხადებენ Failory-ში.

სტარტაპები ჩავარდნის ხვედრითი წილი ინდუსტრიების მიხედვით ყველაზე მაღალია საინფორმაციო მიმართულებით. კვლევის მიხედვით, ამ ინდუსტრიაში სტარტაპების 63% წარუმატებლობისთვის არის განწირული. მომდევნო პოზიციაზე წარუმატებლობის რისკის მიხედვით მშენებლობის სფეროა 53%-ით. მას მოსდევს წარმოება 51%-ით. წარმოების კვალდაკვალ წარუმატებლობის რისკი ასევე მაღალია მაინინგ სტარტაპების სფეროში 49%-ით. შემდეგ პოზიციაზე სტარტაპების წარუმატებლობის რისკის მიხედვით სერვისის სფეროში წამოწყებული სტარტაპია 45%-ით. შემდეგ ადგილს სოფლის მეურნეობა იკავებს 44%-ით. საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროს სტარტაპები, რომელიც კვლევის მიხედვით მომდევნო ადგილს იკავებს, 44%-ით წარუმატებლობისთვისაა განწირული. წარუმატებლობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი უძრავ ქონებასა და ფინანსური დაზღვევის ინდუსტრიაში. ამ სფეროში წარუმატებელი სტარტაპების პროცენტული ხვედრითი წილი 42%-ია.

კვლევის მიხედვით, იმისათვის რომ არ მიეკუთვნებოდეთ ჩავარდნილი სტარტაპების 90%-ს, აუცილებელია ბევრი მუშაობა და სწორი გათვლები. ოპტიმიზმი უდაოდ ყველა მეწარმის მთავარი მახასიათებელია, თუმცა ოპტიმისტური განწყობა არ ცვლის სტარტაპების მსოფლიო რეალობას. დღესდღეობით, ბაზარი მუდმივად იცვლება. ამ ცვლილებების დანახვა გადარჩენის მთავარი პრინციპია.

შემდეგი მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი სტატისტიკა არის ის, თუ როგორ ვარირებს ჩავარდნების პროცენტი სხვადასხვა ინდუსტრიებში. იმის გააზრება თუ რამდენად რთულია ინდუსტრია, სადაც სტარტაპი იქმნება ან ყველაზე პრობლემატური ინდუსტრიების თავიდან აცილება წარმატებული სტარტაპის დაწყების საწინდარია.

კვლევაში ასევე მოყვანილია ჩავარდნილი სტარტაპების საერთო მახასიათებლები:

1. ბევრი ჩავარდნილი სტარტაპი ერთი და იგივე შეცდომას უშვებს;
2. არაკომპეტენტურობა – ემოციური შეფასება, გეგმის არ ქონა, გადასახადების გადაუხდელობა;
3. გამოუცდელობა საწარმოო საქონლის მიმართ – არასწორი ინვენტარის ყიდვა, სარეკლამო ბიუჯეტის გაფლანგვა, ცუდი გადაწყვეტილებების მიღება და არასაკმარისი პერსონალის აყვანა;
4. პირადი პრობლემები – ბიზნესის დაწყება ოჯახის ან მეგობრის რჩევით.

კვლევა, ასევე წარმატებული სტარტაპების მახასიათებლებსაც გვთავაზობს:

1. მენტორები – გამოცდილ მეწარმეს შეუძლია სტარტაპი დააკვალიანოს და ზრდის პირველ ნაბიჯებში ხელი შეუწყოს;
2. დაჟინებულობა – ნამდვილი მეწარმე არასდროს დანებდება. სტარტაპის წამოწყების შემდეგ ბევრი მეტოქე ჩნდება, მაგრამ ძლიერი ფსიქოლოგიით და მოთმინებით ვერაფერს დაგაკლებენ.
3. წესრიგის დარღვევა – ყველა სტარტაპ ბიზნესი უნდა იყოს არსებული გავრცელებული პრობლემის თუ გამოწვევის პასუხი. უნდა შეეცადე მიხვდე შენი კონკურენტების გეგმებს და მოუსმინე შენს მომხმარებლებს;
4. ბაზარი – სტარტაპის დაწყებამდე შეამოწმეთ, რომ თქვენთვის შესაბამისი რამდენიმე კლიენტი მაინც არსებობს.

ზაზა ხორბალაძე

Share

About bachana jincharadze