Home » საზოგადოება » ფინანსთა მინისტრი საბანკო რეგულაციებზე – ეროვნული ბანკი ზედმეტად ფრთხილია
ფინანსთა მინისტრი საბანკო რეგულაციებზე - ეროვნული ბანკი ზედმეტად ფრთხილია

ფინანსთა მინისტრი საბანკო რეგულაციებზე – ეროვნული ბანკი ზედმეტად ფრთხილია

ეროვნული ბანკი ზედმეტად ფრთხილია – ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი აცხადებს. მისივე თქმით, ის ეთანხმება მოსაზრებას, რომ რეგულაციები საჭირო იყო, თუმცა, არა ზედმეტი სიფრთხილით, რაც ეროვნულმა ბანკმა გამოავლინა.

“ეს უთანხმოება არ არის, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს შორის, ეს არის ბუნებრივი მდგომარება, ვერ ნახავთ მსოფლოში ვერცერთ ქვეყანას, სადაც ფინანსთა სამინისტრო, რომელიც ფისკალურ პოლიტიკაზეა პასუხიმგებელი, და ეროვნული ბანკი, რომელიც მონეტარულ პოლიტიკაზეა ორიენტირებული, არიან უნისონში. ეს ძალიან კარგია, რომ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. ეს ზუსტად უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, ის არ არის მთავრობის ნაწილი.

ორივე მხარე ძირითადში ვთანხმდებით, რომ საფინანსო სფეროს სჭირდებოდა დარეგულირება, რადგან წარმოუდეგენელი იყო დაკრედიტების ის უპასუხიმგებლო სისტემა, წარმოუდგენლად მაღალი პროცენტები, მაღალი პირგასამტეხლოები, რაც ადამიანების გაყვლეფა იყო. ეროვნული ბანკი გრძნობს პასუხისმგებლობას საფინანსო სექტორზე და ის უფრო ფრთხილია, ვიდრე მთავრობა, ეს არის ბუნებრივი. ის, რასაკვირველია ფრთხილია და ფინანსთა სამინისტროს გადმოსახედით ზედმეტად ფრთხილია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შეიძლება ცოტა უფრო მეტი რისკის აღება და ლაღად წასვლა. სანამ იარსებებს ეს 2 ინსტიტუტი – ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი – აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იარსებებს. ეს არის ჯანსაღი პროცესი. მე ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ რეგულაციები იყო საჭირო, თუმცა, ეს არის ზედმეტად ფრთხილი და ზედმეტად კონსერვატიული, მაგალითად, სამშენებლო სფეროში შეიძლებოდა უფრო მსუბუქი რეგულაციებით გასვლა. 23 აპრილს დავესწრები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომას, სადაც განვმარტავ რეგულაციებზე ჩვენს პოზიციას დაწვრილებით”,- განაცხადა ივანე “იმედის” ეთერში ივანე მაჭავარიანმა.
Share