Home » მსოფლიო » “ფეისბუქის” მეშვეობით ხალხი სამძიმრის დაწერას და მოგონებების გაზიარებას შეძლებს
"ფეისბუქის" მეშვეობით ხალხი სამძიმრის დაწერას და მოგონებების გაზიარებას შეძლებს

“ფეისბუქის” მეშვეობით ხალხი სამძიმრის დაწერას და მოგონებების გაზიარებას შეძლებს

“ფეისბუქი”მორიგ სიახლეს გეგმავს. სოციალური ქსელის გიგანტი ერთ-ერთ გავრცელებულ და უსიამოვნო პრობლემას აღმოფხვრის: მომხმარებლები აღარ მიიღებენ შეტყობინებებს გარდაცვლილი მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების შესახებ.

ამ ეტაპზე “საიტის ალგორითმი  მომხმარებელს მაინც სთავაზობს იმ მეგობრებისთვის დაბადების დღის მილოცვასა თუ ღონისძიებებზე დაპატიჟებას, რომლებიც გარდაცვლილები არიან.

კომპანიის გადაწყვეტილებით, ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ იმისათვის, რომ “ფეისბუქის” გარდაცვლილი მომხმარებლების ხსოვნის პატივსაცემად პროფილი განცალკევებით იყოს და მათი “თაიმლაინი” ხელშეუხებელი დარჩეს.

გარდაცვლილი ადამიანების “ფეისბუქის” პროფილებს დაემატებათ ფუნქცია Tributes, რომლის მეშვეობითაც ხალხი სამძიმრის დაწერას და მოგონენების გაზიარებას შეძლებს. მომხმარებლებს აღარ მიეცემათ საშუალება, რომ უშუალოდ გარდაცვლილი ადამიანის „კედელზე“ დაწერონ პოსტები, როგორც ეს ახლა ხდება.

“იმედი გვაქვს, “ფეისბუქი” იქნება ადგილი, სადაც ჩვენი საყვარელი ადამიანების ხსოვნასა და სულს პატივს მივაგებთ“, – განაცხადა შერილ სენდბერგმა.

რეზონანსი

Share