Home » საზოგადოება » ფეისბუქის დახურული ჯგუფების ადმინებმა, შესაძლოა, მომხმარებლებს წევრობის ფული გადაახდევინონ
ფეისბუქის დახურული ჯგუფების ადმინებმა, შესაძლოა, მომხმარებლებს წევრობის ფული გადაახდევინონ

ფეისბუქის დახურული ჯგუფების ადმინებმა, შესაძლოა, მომხმარებლებს წევრობის ფული გადაახდევინონ

თავად ფეისბუქი ალბათ არასოდეს დაუწესებს თავიანთ მომხმარებლებს გადასახადს, მაგრამ დახურული ჯგუფების ადმინებმა, უახლოს მომავალში, შესაძლოა მომხმარებლებს ჯგუფში გაწევრიანების გადასახადი დააკისრონ (საპილოტე ვერსია). ამის შესახებ სოციალურმა გიგანტმა დღეს განაცხადა.

დღეს, 21 ივნისს ფეისბუქის ჯგუფების წევრების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ალექ დევიმ ბლოგ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტში საუბარია იმის შესახებ, რომ ფეისბუქი სატესტო რეჟიმში აპირებს ფასიანი გამოწერის ფუნქციის დამატებას მცირე რაოდენობის ჯგუფებისთვის. ამ სიახლის მიზანია, რომ ჯგუფების ადმინისტრატორებმა ჯგუფებს კომერციული დატვირთვა მისცენ. ფეისბუქს სჯერა, რომ ჯგუფების კომერციალიზაცია დაეხმარება ადმინისტრატორებს ჯგუფის წევრების მოთხოვნების უკეთესად გაგებაში.

ფეისბუქის ახალი შემოთავაზება ადამიანების კონკრეტულ ჯგუფებზე იქნება მორგებული, რომლებსაც საერთო ინტერესები აერთიანებთ. მაგალითად, თუ თქვენ ხართ ძაღლების მოყვარული, შეგიძლიათ გაწევრიანდეთ ჯგუფში, სადაც პროფესიონალებისგან მიიღებთ ყველანაირ ინფორმაციას ძაღლის მოვლასთან და გაზრდასთან დაკავშირებით. ამის სანაცვლოდ კი ძაღლების მოყვარულთა ჯგუფში გაწევრიანების საფასურს გადაიხდით.

ფეისბუქის წყაროებმა BuzzFeed News-ს განუცხადეს, რომ ეს სიახლე მხოლოდ განხილვის დონეზეა და მისი ტესტირება მიმდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილი არ არის, დაემატება თუ არა ფუნქცია ფეისბუქს.

ცნობილია, რომ ფეისბუქზე განთავსებული რეკლამები ჯგუფებში არ ჩანს. სწორედ ამიტომ, ჯგუფის ადმინისტრატორებს გაწეული სამუშაოსთვის ანაზღაურების მიღება ამ გზით შეეძლებათ.

წყარო:on.ge

Share