Home » მსოფლიო » ფეისბუქი desktop რეკლამებს აუქმებს
ფეისბუქი desktop რეკლამებს აუქმებს

ფეისბუქი desktop რეკლამებს აუქმებს

ფეისბუქი აუქმებს Facebook Exchange-ს და სარეკლამო აგენტებს ახალ გზას უჩვენებს. სოციალური გიგანტი ამიერიდან მთლიან აქცენტს მობილურ რეკლამებზე გააკეთებს.

ფეისბუქის მონეტიზაციის ვიცე-პრეზიდენტი Matt Idema აცხადებს, მომხმარებლების მობილურებზე გადავიდნენ, Facebook Exchange-ი კი პირველ რიგში desktop-ისთვის იყო გათვლილი. არსებული სტატისტიკიდან გამომდინარე მისი საჭიროება უკვე აღარ არსებობს. ახალი პროდუქტი, როგორებიცაა კარუსელ რეკლამები, ვიდეო კამპანიები და მობილურ მომხმარებელთა აუდიტორია თავისუფლად ჩაანაცვლებს მას.

Idema-მ ჟურნალისტებისადმი მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კომპანიამ უკვე დაიწყო კლიენტებისა და პარტნიორების გადამისამართება. ასევე აღნიშნა, რომ Facebook Exchange-ის “მზე დიდი ხანია ჩავიდა.” კომპანიის შემოსავლების 82%-ი უკვე მობილურ მომხმარებლებს უჭირავს.

როდესაც ეს პროცესი დაიწყო 2012 წელს, Facebook Exchange-ი ჯერ კიდევ მყავარდ იდგა ბირჟაზე, ვინაიდან ჯერ კიდევ აქტუალური იყო კომპიუტერის მომხმარებლებიც, მაგრამ გასულ წელს Sheryl Sandberg-მა აღნიშნა, რომ უკვე ცუდად მიდიოდა Exchange-ს საქმე და წელს უკვე მისი დახურვაც მოხდა.

 

Share