Home » ფინანსები » Feedc-ის საგრანტო პროექტი

Feedc-ის საგრანტო პროექტი

Feedc (ფიდსი) არის ლოკაციაზე დაფუძნებული მედიაპლატფორმა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს ერთ სივრცეში. პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია კონკრეტულ ლოკაციაზე, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სასურველი ინფორმაციის მიღება. Feedc-ის  მთავარი მოტივაცია ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების ხელშეწყობაა.

Feedc-მ მიზნად დაისახა, რომ საჭირო რესურსითა და საშუალებებით უზრუნველყოს ის ადამიანები, რომელთაც სურთ თავიანთი ხმა მიაწვდინონ ადგილობრივ მოსახლეობას. სწორედ ამიტომ, პლატფორმა აცხადებს საგრანტო პროექტს, რომელიც ყველას მისცემს თანაბარ შესაძლებლობას აქციოს ჩანაფიქრი რეალობად.

Feedc-ის საგრანტო პროექტის დანიშნულებაა გარკვეული წვლილი შეიტანოს იმ ადამიანთა განვითარებაში, ვისაც ესაჭიროება როგორც თვითრეალიზაციის პლატფორმა, ასევე ფულადი რესურსი.

პროექტის მონაწილეებს აქვთ საშუალება დაწერონ და გამოაქვეყნონ სტატიები მოცემულ კატეგორიებში:

  1. ბიზნესი
  2. პოლიტიკა/საერთაშორისო ურთიერთოები
  3. ხელოვნება (კინემატოგრაფია/მუსიკა/თეატრი/ოპერა/ა.შ)
  4. ლიტერატურა 
  5. მეცნიერება
  6. ტექნოლოგიები
  7. სპორტი/ფიტნესი 
  8. მოგზაურობა
  9. ეკოლოგია

10.კულინარია

11.მოდა/სილამაზის ინდუსტრია

ნაშრომი უნდა იყოს არანაკლებ 200 და არაუმეტეს 1000 სიტყვისა. სტატიის ბოლოს, უნდა იყოს თანდართული ჰეშთეგი #FeedcGrant  და Feedc-ის ოფიციალური გვერდი (@Feedc) მონიშნული. სტატია აუცილებლად უნდა იყოს ატვირთული Feedc-ის პლატფორმაზე.

პროგრამა დაყოფილია 2 ეტაპად; პირველი ეტაპი იწყება 10 ივლისს და გრძელდება 16 ივლისის ჩათვლით. ხოლო მეორე ეტაპი, რომელშიც პირველი ეტაპიდან გადასული 50 მონაწილე მიიღებს მონაწილეობას, 18 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით გრძელდება, რა დროის განმავლობაშიც მონაწილეებმა მეორე სტატია უნდა გამოაქვეყნონ. 25 ივლისს გამოვლინდება პროექტის სამი გამარჯვებული რომელთაც გადაეცემათ 1000, 2000 და 3000 ლარიანი გრანტები. 

Feedc საზოგადოებას უტოვებს გამარჯვებულის გამოვლენის საშუალებას. სწორედ ამიტომ, სამი გამარჯვებული შეირჩევა მათ პოსტებზე ჯამური: უნიკალური მოწონებების, კომენტარებისა და გაზიარებების მიხედვით.

საკონტაქტო ინფორმაცია: ელისაბედ მაისურაძე

ტელ: +995 577 580 805

ელ. ფოსტა: e.maisuradze@feedc.com​

Share