Home » მსოფლიო » ფაშინიანი: სომხეთი როგორც რუსეთის, ისე ევროკავშირის პარტნიორია
ფაშინიანი: სომხეთი როგორც რუსეთის, ისე ევროკავშირის პარტნიორია

ფაშინიანი: სომხეთი როგორც რუსეთის, ისე ევროკავშირის პარტნიორია

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი ნატოს წევრობისკენ არ ისწრაფვის. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გასაშუქებლად ერევანში მყოფ უცხოელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია, თუმცა, ნატოსთანაც თანამშრომლობს სამშვიდობი მისიების საკითხში და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებითვე, სომხეთი როგორც რუსეთის, ისე ევროკავშირის პარტნიორია და არავის გავლენის ქვეშ არ იმყოფება.

სომხეთში 9 დეკემბერს ჩატარებული რიგგარეშე არჩევნების შედეგად ფაშინიანის ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“ ხმების 70%-ზე მეტი მიიღო.

radiotavisupleba.ge

Share