Home » ბიზნესი » ფასები, ხარისხი, უპირატესობა – როგორი იქნება პირველი ნიუ-იორკული ცათამბჯენი თბილისის ცენტრში
ფასები, ხარისხი, უპირატესობა - როგორი იქნება პირველი ნიუ-იორკული ცათამბჯენი თბილისის ცენტრში

ფასები, ხარისხი, უპირატესობა – როგორი იქნება პირველი ნიუ-იორკული ცათამბჯენი თბილისის ცენტრში

ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, დეველოპერების ჩართულობა აუცილებელია

თბილისში,  მიხეილ ასათიანის 6 ნომერში პირველი ნიუ-იორკული ტიპის ცათამბჯენი “თბილისი გარდენსი” შენდება,  პროექტზე საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Quadrum Global მუშაობს. კომპანია, რომელიც  2005 წლიდან აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს უძრავ ქონებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მხოლოდ ამერიკის უძრავი ქონების ბაზარზე Quadrum Global-ის ინვესტიციების მოცულობამ 1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

როგორი იქნება პირველი ცათამბჯენი თბილისის ცენტრში, რა უპირატესობები ექნება მას, რა ღირს კვადრატული მეტრი და ბინების რა ნაწილია ამ ეტაპზე გაყიდული. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით “ბანკები და ფინანსები” “თბილისი გარდენსის” მარკეტინგის დირექტორს, თეიკო ლომინაძეს ესაუბრა.

როდის დასრულდება საცხოვრებელი კომპლექსითბილისი გარდენსისმშენებლობა  და როდის ჩაბარდება მაცხოვრებლებს?

– ამ ეტაპზე თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს ექსპლუატაციის პროცესს. კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი ყველა საერთო სივრცე, ისეთი, როგორებიცაა აუზი, სავარჯიშო დარბაზი, სკვერი და ა.შ დასრულებულია. რაც შეეხება საცხოვრებელ ბინებს, ივნისის თვეში ველოდებით პირველ მაცხოვრებელს. შენობის მთლიანად დასრულების თარიღის დასახელება გამიჭირდება, თუმცა პროცესი მერიის კონკრეტული პირობებით არის გაწერილი და ყველა წესის დაცვით დასრულდება შესაბამის ვადებში.

საშუალოდ რა ღირს ბინები საცხოვრებელ კომპლექსში? როგორია კვადრატული მეტრის ფასი?

– 15 მაისამდე საცხოვრებელ კომპლექსში, 1 კადრატული მეტრის ფასი 1200 აშშ დოლარი იყო, რაც მოცემული კურსით 2950 ლარის ექვივალენტია. ბინის შეძენის შემთხვევაში მაცხოვრებელს ჩაბარდება ე.წ. მწვანე კარკასი. მწვანე კარკასი თეთრისგან განსხვავდება იმით, რომ შავი სამუშაო მთლიანად დასრულებულია, გათბობა გაგრილების სისტემაც ბოლომდეა მიყვანილი და მხოლოდ კოსმეტიკური რემონტიღა არის დარჩენილი. 13 სართულის ზემოთ ყოველ ბინას კვარდატულ მეტრზე ემატება 10 აშშ დოლარი.

როგორც უკვე აღვნიშნე, 15 მაისის შემდეგ ბინები 5%-ით არის გაძვირებული, რაც დაახლოებით 1260 აშშ დოლარის ტოლია.

ბინების რა ნაწილია გაყიდული ამ ეტაპზე, როგორია ტენდენცია ახასიათებს მოთხოვნას და თუ არის დაინტერესება უცხოელების მხრიდან?

– რეალურად გაყიდვები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, მოთხოვნა ნამდვილად შესამჩნევია. გაყიდვები წინა წლის მარტში დავიწყეთ. გამოდის, რომ უკვე წელიწადზე მეტია, რაც გაყიდვები დაწყებულია. დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, შემიძლია ვთქვა, რომ მშენებლობის დასრულების თარიღის მოახლოებასთან ერთად, ბინების შეძენის მსურველთა რაოდენობაც იზრდება.

უცხოელების მხრიდან დაინტერესება ნამდვილად არის, თუმცა მაცხოვრებელთა ძირითად ნაწილს ადგილობრივები შეადგენენ. ასევე ბინების შეძენის მსურველებს შორის არიან ქართველი ემიგრანტები, რომლებიც დისტანციურად ყიდულობენ საცხოვრებელ ბინებს ჩვენს კომპლექსში.

“თბილისი გარდენსის” საცხოვრებელი კომპლექსები გათვლილია, როგორც საშუალო, ასევე მაღალი სეგმენტის მომხმარებელზეც. აქედან გამომდინარე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბინებზე მოთხოვნა არის და კომპანიის მიერ წინასწარ დასახულ გეგმებს გადაჭარბებით ვასრულებთ.

როგორ ვითარდება სამშენებლო ბიზნესი საქართველოში და რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას იგი? ასევე რა მიმართულებით სჭირდება სამშენებლო ბიზნეს ხელშეწყობა?

– სრულიად ინდუსტრიაზე გამიჭირდება საუბარი, თუმცა ჩემი აზრით, ქალაქის ზოგადი განვითარების გეგმას და იერსახეზე დეველოპერებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით. შესაბამისად, აუცილებელია მშენებლობების იერსახის და მწვანე ლადშაპტის მიმართულებით, დეველოპერებმა და ქალაქის მმართველობამ ურთიერთშეთანხმებული გადაწყვეტილებები მიიღონ, რათა ისედაც დამახინჯებული სურათი, მეტად არ დამახინჯდეს.

ჩვენ ვხედავთ, რომ ქალაქში “მშენებლობის ბუმია”, ხშირად გვესმის შეფასება, რომ თბილისი ბეტონის ჯუნგლებს დაემსგავსა, მწვანე საფარი არ გვაქვს. ეკოლოგიის ნაწილიც არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. ქალაქი ნამდვილად არასახარბიელო მდგომარეობაშია ეკოლოგიის და ჰაერის დაბინძურების კუთხით.

გამონაბოლქვის შემცირებასთან ერთად ერთად დეველოპერების სოციალური პასუხისმგებლობაც ასევე დიდია. რაც გულისხმობს, როგორც სერტიფიცირებული მასალების გამოყენებას, ასევე მშენებლობის სწორ წარმოებას, იქნება ეს  სამშენებლო ნაგვის გატანა თუ სხვა. მშენებლობასთან ერთად, ქალაქმა უნდა შეძლოს ცხოვრება და სუნთქვა.

რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ნაბიჯების გადადგმას, იქნება ეს უსაფრთხოების რეგულაცია თუ სხვა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არის, ერთობლივი გეგმის არსებობა და მშენებლობის ხარისხების სტანდარტიზაცია, იმისთვის რომ მიწოდება-მოთხოვნა დაბალანსდეს.

ვაჟაფშაველაზე არსებული მრავალსართულიანი კორპუსის გარდა, აშენებს თუ  არა კომპანია სხვა კომპლექს ან გეგმავს თუ არა მომავალში მათ აშენებას?

– “თბილისი გარდენსი” ეკუთვნის საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფს “კვადრუმ გლობალს”, რომელიც საქართველოში ფლობს 2 პროექტს, ეს არის: “ისთ ფოინთი” სავაჭრო და გასართობი ცენტრი და “თბილისი გარდენსი” საცხოვრებელი კომპლექსი.

 ამ ეტაპზე ამ ორი პროექტის გარდა კომპანია არ ფიქრობს დამატებით სხვა ინვესტიციის განხორციელებას, თუმცა აქვს გეგმები ამ ორივე პროექტის განვითარებასთან მიმართებაში.

თბილისის გარდა, ხომ არ აპირებთ  სხვა ქალაქებშიც მრავალსართულიანი კომპლექსების მშენებლობას, მაგალითად ტურისტულ ქალაქებში, ბათუმში და სხვა?

– ამ ეტაპზე, “თბილისი გარდენსი” სხვა ქალაქებში არ აპირებს მრავალსართულიანი კომპლექსების მშენებლობას.

Share