Home » საზოგადოება » ფარმაცევტული კომპანიებისთვის რენტაბელობის ზედა ზღვრის დაწესება ერთ-ერთი ოფციაა – გახარია
ფარმაცევტული კომპანიებისთვის რენტაბელობის ზედა ზღვრის დაწესება ერთ-ერთი ოფციაა - გახარია

ფარმაცევტული კომპანიებისთვის რენტაბელობის ზედა ზღვრის დაწესება ერთ-ერთი ოფციაა – გახარია

“ფარმაცევტული კომპანიებისთვის რენტაბელობის ზედა ზღვრის დაწესება ერთ-ერთი ოფციაა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა პარლამენტში დეპუტატების მიერ დასმულ შესაბამის შეკითხვაზე პასუხისას.

“ეს მნიშვნელოვანი საკითხია. განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ და სიღარიბის მაღალი დონის საზოგადოებაში სერიოზული ხარჯებია, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები იხდიან. ზედა ზღვრის დაწესება ეს ერთ-ერთი ოფციაა, ერთ-ერთი შესაძლებელი ვარიანტია. ამ თემასთან კავშირში მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმები”, – განაცხადა გახარიამ.

პარლამენტარები სოფო კილაძე და რევაზ არველაძე გამოვიდნენ ინიციატივით, რომ მედიკამენტების ფასების რეგულირებაში სახელმწიფო ჩაერიოს.

Share