Home » საზოგადოება » ფაკულტეტების სია, რომლებზეც სწავლა უფასოა
ფაკულტეტების სია, რომლებზეც სწავლა უფასოა

ფაკულტეტების სია, რომლებზეც სწავლა უფასოა

იმ ფაკულტეტების სია, რომლებზე სწავლასაც სახელმწიფო სრულად დააფინანსებს, უკვე ცნობილია.

უფასო სპეციალობებია: ქართული ფილოლოგია, აფხაზური ფილოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ფილოსოფია, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ეკონომიკა, მშენებლობა, ენერგეტიკა, არქიტექტურა, აგრონომია, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, მეცხოველეობა, სამთო და გეოინჟინერია, საინჟინრო გეოდეზია, გეოინფორმატიკა, ბიოსამედიცინო ინჟინერია, მეტალურგია, მევენახეობა და ენოლოგია, მასალათმცოდნეობა, სატრანსპორტო ლოჯისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა და სხვა. სპეციალობების სრული ჩამონათვალი გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე.

პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები:

– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,524,500 ლარი;
– საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 3,966,750 ლარი;
– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 900,000 ლარი;
– აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,124,000 ლარი;
– ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1,017,000 ლარი;
– სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 562,500 ლარი;
– იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 587,250 ლარი;
– სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 659,250 ლარი;
– გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 135,000 ლარი;
– შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 247,500 ლარი.

speqtri.ge

Share