Home » საზოგადოება » ფადი ასლიმ მთავრობას შეუტია
ფადი ასლიმ მთავრობას შეუტია

ფადი ასლიმ მთავრობას შეუტია

ლიბანური წარმოშობის ამერიკელი ფადი ასლი საქართველოში ბიზნესმენის ამპლუაში პოზიციონირებს დიდი ხანია. ერთხანს “ბარკლები” შემოჰქონდა. ახლა სავაჭრო პალატის თავმჯდომარედ გვევლინება. ვნახოთ, რას აცხადებს ის ტავის განცხადებაში. ამასთან, საყურადღებოა, რომ “ნაციონალების” ხელისუფლების მიერ ბიზნესების დატერორების სისტემატიური ხასიათის მიუხედავად, იმ ყბადაღებული ცხრა წლის განმავლობაში ერთი კონკრეტული და მწვავე განცხადებაც კი არ გაუკეთებია.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს პასუხობს და იმ კომპანიების სიას აქვეყნებს, რომლებიც მისი თქმით, დღესაც წნეხის ქვეშ არიან.

“ფრესკოს დამფუძნებლის ბ-ნი ვასილ სოფრომაძის განცხადების საპასუხოდ, თბილისის მერმა კახა კალაძემ გამოიწვია ნებისმიერი, რომელიც შეძლებდა დაესახელებინა ერთი ბიზნესი მაინც, რომელიც 2012 წლიდან იყო სახელმწიფო წნეხის ქვეშ. მე ნამდვილად მაქვს კალაძის მიმართ პირადი სიმპათია, რომელიც ვფიქრობ არის კარგი პროფესიონალი და თავისი საქმის ერთგული, რომელსაც სურს თბილისის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს.

მე არ ვადანაშაულებ მას ათობით, ასობითაც კი, არსებული მსგავსი კომპანიის არსებობის უცოდინრობაში, რომლებიც 2012 წლიდან სახელმწიფოს წნეხის ქვეშ იმყოფებიან.

ღირსებისა და გამჭვირვალობისთვის მე ჩამოვთვლი მხოლოდ რამდენიმე მაგალითს იმ კომპანიებისა, რომლებიც დაზარალდნენ ან გაკოტრდნენ სწორედ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მიზანმიმართული ქმედებების საფუძველზე. ეს სწორედ იმ მცირე კომპანიების ჩამონათვალია, რომელთაც გვერდით ედგათ ICC თავიანთი პრობლემების აღმოსაფხვრელად და მოსალაპარაკებლად სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან.

რა თქმა უნდა, ეს ჩამონათვალი არის მხოლოდ აისბერგის მწვერვალი და მე შემიძლია ამ სიას ათეულობით კომპანიები დავამატო, რომლებიც დაზარალდნენ სახელმწიფოს მხრიდან და რომლებიც დღესაც იმყოფებიან წნეხის ქვეშ.

-Algorithm LTD

-Iconia Capital

-G-Paradise

-Philip Morris

-British American Tobacco

-American Georgian Alloys

-Terabank

-KazTransGas

-InterRao

-City Park

-Batumi Port

-Optical Systems Inc

-Samih Habib Investments

-Caucasus I Fund

-Anka Food Switzerland

-Giganti Security Ltd

-Lopota Valley Ltd

-Chateau Telavi Ltd

-Meskhuri Sakhli Ltd

-Geoconstruction

-Gegmet LTD

მათივე თავმოყვარეობისა და რეპუტაციის სანდოობის გამო, მოვუწოდებ სახელმწიფო წარმომადგენლებს, თავს ნუ მოიტყუებენ თითქოს ბიზნესები არ არიან წნეხის ქვეშ, თითქოს არ ზარალდებიან, არ ისჯებიან და არ კოტრდებიან მათივე ხელისუფლების მიერ.

მოვუწოდებ მათ, რომ სასწრაფოდ შეაჩერონ ეს კრიმინალური ქმედებები ფრესკოს ჩათვლით ყველა ბიზნესის მიმართ”,- ნათქვამია განცხადებაში.

Share