Home » საზოგადოება » ფადი ასლი: ქართველები ბევრ ფულს სესხულობენ
ფადი ასლი: ქართველები ბევრ ფულს სესხულობენ

ფადი ასლი: ქართველები ბევრ ფულს სესხულობენ

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი ფიქრობს, რომ საფინანსო სექტორის რეგულირება ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს, რომ ერთი მხრივ არ დაზარალდნენ ბანკები, მეორე მხრივ, მოსახლეობა.

„ვიზიარებ საბანკო სექტორის მოსაზრებებს, განსაკუთრებით სესხების შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომ ამას ექნება გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე. მაგრამ ამის პარალელურად მესმის საქართველოს ეროვნული ბანკის წუხილიც. ქართველები ბევრ ფულს სესხულობენ, მაგრამ ამ რეგულაციებით მსესხებლები წავლენ ლომბარდების გზით. ეს კი რეალური პრობლემაა, რადგან ამ დაწესებულებებში საპროცენტო განაკვეთი ძალიან მაღალია. ამიტომ პოლიტიკა ამ მიმართულებით ძალიან ფრთხილი უნდა იყოს და ის განხილული უნდა იყოს ბიზნესსექტორთან და მათ შორის ბანკებთან“,- აცხადებს ფადი ასლი.

BM.GE

Share