Home » მსოფლიო » Facebook მომხმარებლების ფოტოებს ემოჯიდ აქცევს
Facebook მომხმარებლების ფოტოებს ემოჯიდ აქცევს

Facebook მომხმარებლების ფოტოებს ემოჯიდ აქცევს

სოციალური ქსელი Facebook საკუთარი მოხმარებლების ფოტოების ემოჯიდ გადაკეთებას გეგმავს.

გამოცემა Quartz-ის ცნობით, კომპანიამ უკვე მიმართა შესაბამის ორგანოებს ტექნოლოგიის დასაპატენტებლად.

სმაილიკების პერსონალიზება მოხდება სპეციალური პროგრამის საშუალებით, რომელიც მოახდენს ფოტოების ანალიზს და შესაბამისად, გარდაქმნის მათ ემოჯიდ. მაგალითად, თუ მოხმარებელი სიცილის სმაილს გამოიყენებს, პროგრამა ავტომატურად ჩასვამს მომხმარებლის ღიმილიან გამოსახულებას.

პატენტში ასევე ნახსენებია, რომ თუ მიმოწერაში იხმარება სტანდარტული ემოჯი, ალგორითმი შეძლებს მათ ჩანაცვლებას შესაბამისი ემოციების ფოტოებით.

Facebook უკვე ტესტავს ავტომატურ პროგრამას, რომელიც ადამიანების ემოციურ სახეებს განსაზღვრავს და შესაბამისად, არ იქნება საჭირო მისი ხელით მითითება.

წყარო: Bpn.ge

Share