Home » მსოფლიო » Facebook-ი ლაიქების დამალვას აპირებს
Facebook-ი ლაიქების დამალვას აპირებს

Facebook-ი ლაიქების დამალვას აპირებს

Facebook-ის ადმინისტრაციამ შესაძლოა გატესტოს ფუნქცია, რომელიც ლაიქებისა და ემოციების რაოდენობას მალავს. ეს ინფორმაცია TechCrunch-ს თავად სოციალური ქსელის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

გამოცემამ Facebook-ს მას შემდეგ მიმართა, რაც სპეციალისტმა მანჩუნ ვონგმა განაცხადა, რომ სოციალურმა ქსელმა ლაიქების დამალვის ფუნქციის შექმნა დაიწყო Android-ისთვის.

ვონგის თქმით, ახალი ფუნქციის დახმარებით მომხმარებლები ვეღარ დაინახავენ, თუ რამდენ „ლაიქს“ მოაგროვებს ფოტო ან ვიდეო: ეს სტატისტიკა მხოლოდ პოსტის ავტორისთვის იქნება ხელმიწსაწვდომი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ანალოგიური ფუნქცია Instagram-ზეც გამოჩნდება.

imedinews

Facebook
Share