Home » ეკონომიკა » ევროპასთან შესაძლო სავაჭრო დაპირისპირება აშშ-ის ეკონომიკაზე ცუდად აისახება
ევროპასთან შესაძლო სავაჭრო დაპირისპირება აშშ-ის ეკონომიკაზე ცუდად აისახება

ევროპასთან შესაძლო სავაჭრო დაპირისპირება აშშ-ის ეკონომიკაზე ცუდად აისახება

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც ამერიკის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელების ამსახველი პარამეტრები სიახლეს აღარ წარმოადგენს.

როგორც აშშ-ის რიელტორების ასოციაციის უკანასკნელი ანგარიშიდან ვიგებთ, აპრილის თვეში აშშ-ში შემცირდა უძრავი ქონებით ვაჭრობა. ანგარიშში ნათქვამია, რომ აშშ-ის უძრავი ქონების ბაზარზე დაუსრულებელი გაყიდვების ინდექსი 1,4%-ით შემცირდა და 106,4 პუნქტი შეადგინა, მაშინ, როცა მარტში ამ მაჩვენებელმა 0,6%-იანი ზრდა განიცადა, ანალიტიკოსები კი მის 0,4%-იან ზრდას ვარაუდობდნენ.

როგორც ჩანს, ინვესტორებს აფერხებთ ამერიკის ადმინისტრაციის მიერ წამოწყებული სავაჭრო დაპირისპირებები და ბაზარი მოლოდინისა და გაურკვევლობის რეჟიმშია.

შეგახსენებთ, როგორც აშშ-ის ვაჭრობის  სამინისტროს ოფიციალურმა სტატისტიკამ აჩვენა, 2018 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა მოსალოდნელზე ნელა გაიზარდა.

2018 წლის პირველ სამ თვეში ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტი 2,2%-ით გაიზარდა, რაც 0,1%-ით ჩამორჩება წინასწარ პროგნოზს. 2017 წლის მეოთხე კვარტალში ამერიკის ეკონომიკური ზრდა 2,9%-ს შეადგენდა.

Share