Home » მსოფლიო » ევროკომისიამ Google $5 მილიარდით დააჯარიმა
ევროკომისიამ Google $5 მილიარდით დააჯარიმა

ევროკომისიამ Google $5 მილიარდით დააჯარიმა

ევროკომისიამ კორპორაცია Google -ს 5 მილიარდი დოლარის ჯარიმა დააკისრა. საძიებო გიგანტს Android-ის სისტემის გამოყენებისას ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებენ. კომპანიას საკუთარი დომინანტური საბაზრო პოზიციების არაკანონიერი გზებით გამყარებაში ადანაშაულებენ.

ევროკომისიამ აღმოაჩინა, რომ Google -მა გამოიყენა Android, ყველაზე პოპულარული მობილური პროგრამული უზრუნველყოფა, რათა გააძლიეროს დომინირება საძიებო სისტემაში.

თავის მხრივ კი კომპანია Google უარყოფს ამ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ევროკომისია ავრცელებს ცრუ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თითქოს კომპანია ბლოკავს მომხმარებლებს გამოიყენონ სხვა აპლიკაციები. ევროკომისია კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება კონკურენციასთან დაკავშირებული პრინციპების დარღვევას და აცხადებს, რომ ამ ქმედებებით Google-ს სურს გაიმყაროს საკუთარი პოზიციები და დაიცვას ბიზნესი კონკურენციისგან.

უკანასკნელი წლის განმავლობაში ეს მეორე საჯარიმო სანქციაა, რომელიც Google–ს დაეკისრა. მანამდე კორპორაციას დაახლოებით 2,5 მლრდ ევროს გადახდა აიძულეს გარკვეულ პროდუქციასთან მიმართებით კონკურენციის პრინციპების დარღვევის გამო. ახალი ჯარიმა გაცილებით მაღალია, გამომდინარე იქედან, რომ  ქსელურ მომხმარებელთა უფრო დიდ რადენობას მოიცავს.

Share