Home » ეკონომიკა » ევროკომისარი – ვხედავთ, რომ საქართველოდან უკვე ბევრი პროდუქტი იმკვიდრებს ადგილს ევროკავშირის სავაჭრო დახლებზე
ევროკომისარი - ვხედავთ, რომ საქართველოდან უკვე ბევრი პროდუქტი იმკვიდრებს ადგილს ევროკავშირის სავაჭრო დახლებზე

ევროკომისარი – ვხედავთ, რომ საქართველოდან უკვე ბევრი პროდუქტი იმკვიდრებს ადგილს ევროკავშირის სავაჭრო დახლებზე

“ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოდან უკვე ბევრი პროდუქტი იმკვიდრებს ადგილს ევროკავშირის სავაჭრო დახლებზე და კიდევ უფრო მეტის ნახვა გვსურს”, – ამის შესახებ ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომმა განაცხადა.

მისივე თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე უკვე კარგად ფუნქციონირებს, თუმცა მუდმივად საჭიროებს ზრდა-განვითარებას.

ევროკომისარი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ამ მიმართულებით, შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვისაც განავითაროს.

Share