Home » მსოფლიო » ევროკავშირის ქვეყნები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით შეთანხმდნენ
ევროკავშირის ქვეყნები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით შეთანხმდნენ

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის რეგულირებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

„რაც შეეხება გაზის დირექტივას, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას და ეს შესაძლებელი გახდა იმის დამსახურებით, რომ გერმანიამ და საფრანგეთმა მჭიდროდ ითანამშრომლეს“, – აღნიშნა მერკელმა. თუმცა, მას მიღწეული კომპრომისის შესახებ დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ბერლინი და პარიზი შეთანხმდნენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილებებს გერმანია მიიღებს.

Share