Home » მსოფლიო » ევროკავშირი უნგრეთის უპრეცედენტოდ დასჯას აპირებს
ევროკავშირი უნგრეთის უპრეცედენტოდ დასჯას აპირებს

ევროკავშირი უნგრეთის უპრეცედენტოდ დასჯას აპირებს

ევროპარლამენტმა უნგრეთს “დემოკრატიის საფრთხე” უწოდა და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ Foxnews.com-ი წერს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავრობა ევროკავშირმა მიგრაციული პოლიტიკა, მედია თავისუფლება, კანონის უზენასეობა დაუწუნა. ასევე, ევროკავშირის ძირითადი ფასეულობების უგულვებელყოფაში დაადანაშაულა, თუმცა უნგრეთის პრემიერი ამას უარყოფს.

გადაწყვეტილება ხმების ორი მესამედით იქნა მიღებული და ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნისათვის უპრეცედენტოა ევროკავშირის მხრიდან.

ევროპარლამენტის წევრის, ჯუდიტ სარჯენტინის თქმით, რომელიც ამავდროულად ევროპული მწვანეთა პარტიის წევრია, უნგრელი ხალხი იმსახურებს უკეთესს.

“უნგრელი ხალხი იმსახურებს უკეთეს ცხოვრებას, სიტყვის თავისუფლებას, ტოლერანტოვას, არა დისკრმინაციას, სამართლიანობას და თანასწორობას, ყველაფერ იმას, რასაც ევროპული ხელშეკრულებები ითვალისწინებს”, – განაცხადა სარჯენტინიმ.

უნგრეთის საგარეო მინისტრის განცხადებით, ეს არის შურისძიება, რადგან უნგრეთმა მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა შეიმუშავა.

სანდრო პირველი

Share