Home » საზოგადოება » ევროკავშირი ქართველ ღვინის მწარმოებლებს ბიზნესის საქართველოში და საზღვარგარეთ გაფართოვებაში ეხმარება
ევროკავშირი ქართველ ღვინის მწარმოებლებს ბიზნესის საქართველოში და საზღვარგარეთ გაფართოვებაში ეხმარება

ევროკავშირი ქართველ ღვინის მწარმოებლებს ბიზნესის საქართველოში და საზღვარგარეთ გაფართოვებაში ეხმარება

დღეს საქართველოში ღვინო ქვეყნის ერთ-ერთ მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ევროკავშირი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ქართველ ღვინის მწარმოებლებს უკეთეს დანადგარებში, სტანდარტებსა და პროცესებში ინვესტირებაში ეხმარება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახალ ვიდეოფილმში საუბარია ღვინის პროდუქციის მნიშვნელობაზე ქვეყნისთვის და იმ შესაძლებლობებზე, რომელთა უზრუნველყოფა ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას შეუძლია.

საქართველოს ღვინის ეროვნული  სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ 2018 წელს86 მილიონი ბოთლის ექსპორტი განხორციელდა მსოფლიოს 53 ქვეყანაში, რაც 2017 წელთან შედარებით 13%-ით მეტია.

ევროკავშირი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი EU4Business-ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საკრედიტო ხაზის საშუალებით მხარს უჭერენ ქართველი ღვინის მწარმოებლების მისწრაფებას თავდაჯერებულად ივაჭრონ საკუთარ ევროპელ პარტნიორებთან უკეთეს დანადგარებში, სტანდარტებსა და პროცესებში ინვესტირების საშუალებით.

Share