Home » მსოფლიო » ევროკავშირი 100 მილიარდიან საინვესტიციო ფონდს შექმნის
ევროკავშირი 100-მილიარდიან საინვესტიციო ფონდს შექმნის

ევროკავშირი 100 მილიარდიან საინვესტიციო ფონდს შექმნის

ევროკავშირი აპირებს შექმნას საერთო ევროპული საინვესტიციო ფონდი 100 მილიარდი ევროს ოდენობით, რომლის მიზანიც იქნება ფინანსური ინვესტიციების განხორციელება სტრატეგიულად მნიშვნელოვან დარგებში, რომლებშიც ევროკავშირი ჩამორჩება გლობალურ კონკურენტებს. ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი წერს, რომელმაც მოახერხა გაცნობოდა ევროკავშირის აღნიშნულ დოკუმენტებს.

ე.წ. ევროკავშირის მომავლის ფონდის (European Future Fund), გეგმის თანახმად ფონდი დაფინანსდება წევრი ქვეყნების მხრიდან, ისეთ კომპანიებში ინვესტიციების განსახორციელებლად, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებს როგორებიცაა Google, Apple, Alibaba, და სხვებს, რომლებიც დღეს კარნახობენ პირობებს ციფრული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებს.

მსგავსი ფონდის ფორმირება ასევე ხელს შეუწყობდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღმოფხვრას, რომელზეც ამ ბოლო დროს სულ უფრო მეტს წუწუნებენ საფრანგეთი და გერმანია.

BPN.GE

Share