Home » ფინანსები » ერთ თვეში კომერციული ბანკების მოგება 143%-ით გაიზარდა
ერთ თვეში კომერციული ბანკების მოგება 143%-ით გაიზარდა

ერთ თვეში კომერციული ბანკების მოგება 143%-ით გაიზარდა

2019 წლის ივლისში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 82 მილიონ 672 ათასი ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 48 მილიონ 679 ათასი ლარით ანუ დაახლოებით 143%-ით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 53 მილიონ 972 ათასი ლარით, დაახლოებით 53%-ით მეტია.

კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ივლისში ბანკების წმინდა მოგება 54 მილიონ 55 ათასი ლარი, ხოლო 2019 წლის ივნისში – 33 მილიონ 993 ათასი ლარი იყო.

ამასთან, მიმდინარე წლის ივლისში, ბანკების შემოსავლებმა 386 მილიონ 658 ათასი ლარი, ხოლო ხარჯებმა 297 მილიონ 51 ათასი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, გასულ თვეში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 7 მილიონ 165 ათასი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 70 მილიონ 690 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 31 მილიონ 134 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში ბანკებმა 6 მილიონ 643 ათასი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.

ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 917 მილიონ 721 ათას 344 ლარი შეადგინა.

Share