Home » ახალი ამბები » ეროვნული ბანკისა და მსოფლიოს ბანკის ორგანიზებით, სპეციალიზებული დეპოზიტარის ფონდის მართვის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ეროვნული ბანკისა და მსოფლიოს ბანკის ორგანიზებით, სპეციალიზებული დეპოზიტარის ფონდის მართვის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ეროვნული ბანკისა და მსოფლიოს ბანკის ორგანიზებით, სპეციალიზებული დეპოზიტარის ფონდის მართვის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით სპეციალიზებული დეპოზიტარის ფონდის მართვის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს ბაზრის მონაწილეებისათვის სპეციალიზებული დეპოზიტარის როლისა და ფუნქციის შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

სამუშაო შეხვედრის დასაწყისში ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის დეპარტამენტის უფროსმა, სალომე სხირტლაძემ, აღნიშნა, რომ სპეციალიზებული დეპოზიტარი საინვესტიციო და საპენსიო ფონდების საქმიანობაში ერთ-ერთ მთავარ რგოლს წარმოადგენს და, აქედან გამომდინარე, აღნიშნული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირებისა და, ასევე, მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძლიერი სპეციალიზებული დეპოზიტარის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას.

შეხვედრას უძღვებოდნენ მსოფლიო ბანკის ექსპერტ-კონსულტანტი, გაეტონ პარჩლინიაკი (Gaëtan Parchliniak), საერთაშორისო კომპანია “State-Street” ვიცე-პრეზიდენტი, საიმონ ფირბენქი (Simon Firbank), ასევე, ამავე კომპანიის მმართველი დირექტორი, რუდი გადენსი (Rudy Gadenz).

შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: სპეციალიზებული დეპოზიტარის ბიზნეს მოდელი, ევროკავშირის მარეგულირებელი სტანდარტები ლიცენზირებასთან მიმართებაში, დეპოზიტარის როლი საპენსიო და საინვესტიციო ფონდების საქმიანობაში და საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული სხვა  საკითხები.

Share