Home » ფინანსები » ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის და მიმდინარე მაკროეკონომიკურ მიმოხილვებს აქვეყნებს
ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის და მიმდინარე მაკროეკონომიკურ მიმოხილვებს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის და მიმდინარე მაკროეკონომიკურ მიმოხილვებს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, “საფინანსო სექტორის მიმოხილვისა” და “მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის” სახით დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ ცხრილებსა და დიაგრამებს აქვეყნებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა.

თებერვლის თვის ანგარიშების ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე “კვლევებისა და გამოცემების” რუბრიკაში, მისამართზე – https://www.nbg.gov.ge/index.php?m=652&lng=geo.

Share