Home » მსოფლიო » ერევანში საპროტესტო აქციების ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი დააკავეს
ერევანში საპროტესტო აქციების ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი დააკავეს

ერევანში საპროტესტო აქციების ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი დააკავეს

ერევანში პოლიციამ საპროტესტო აქციების ლიდერი, დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი დააკავა. ამ წუთებში პოლიციამ სპეციალური საშუალებების გამოყენება და დემონსტრაციის ძალისმიერი დარბევა დაიწყო.

პოლიცია კორდონს აკეთებს. სიტუაცია დაძაბულია. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა შეტაკებას პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის.

რადიკალური ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წამოაყენეს. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, აქციის ორგანიზატორმა ნიკოლ ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ „ხავერდოვან რევოლუციას“ იწყებს.

ipn.ge

Share